1708694464
"დღეს შვილი მომიკვდა…“ - მაია ასათიანის ემოციური პოსტი
პოლიტიკა • 29 მარტი 16:41
აქ შესვლისას მქონდა წნევა, ღებინების ეპიზოდი, არ გამიშვეს საპირფარეშოში და ზუსტად ამ წნევის ფონზე იყო ძალადობის ეპიზოდი, როდესაც 2 პოლიციელი მაკავებდა, ნინო ჩხარტიშვილი, მეორე პოლიციელი და მესამე მხდიდა, მერე შიშველზე მეტალოდეტექტორს მატარებდნენ, ხაზგასმული აგრესია და ძალადობა იყო მათი მხრიდან - ამბობს იზოლატორიდან გამოსული ელენე ხოშტარია.
მისი თქმით, ყველა მოძალადე პოლიციელის ამოცნობა შეუძლია
"ყველას ამოცნობა შემიძლია სახეზე, საკმაოდ დიდი ხანი გავატარე, საკმაოდ ცინიკურები იყვნენ. სახელები და გვარებიც ვკითხე, ორის ვიცი. ეს ქალი - ნინო ჩხარტიშვილი იყო იქ [კახეთის გზატკეცილზე] ძალადობის ეპიზოდში პოლიციაში, აქ გაშიშვლების ეპიზოდშიც ის გამოიძახეს პირადად. საათნახევარი ველოდებოდით... მეორე- დავით ბოლოთაშვილი ეგეთი აგრესიული არ იყო, მაგრამ ამ ნინოს ეხმარებოდა და ვერ შეიკავა თავი აგრესიისგან" ამბობს ხოშტარია.
რაც შეეხება შსს-ს განცხადებას "კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე", ხოშტარია ამბობს,რომ ეს მისთვის გამოწერილი წამალია:
"სასაცილოა, როგორც ჩანს მათ ჩათვალეს საჭიროდ, რომ რაღაც უნდა ეთქვათ. მე ზოგადად გამოწერილი მაქვს ბევრი წამალი, რომელიც აუცილებელია ჩემთვის და თან მქონდა წამლები. ერთი ტაბლეტი ალბათ იქ ეგდო . ჩემთვის არ არის საინტერესო რას იტყვიან, ამიტომაც დღეს სასამართლოზეც არ წავედი, არ ვეთანამშრომლები ამ სისტემას, არანაირი აკრძალული ნივთიერება არ მქონია და არც მექნება. ეს არის წამლები, რომლებიც მაქვს გამოწერილი." თქვა ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ დავას საქართველოში არ აპირებს - "საქართველოში არ არსებობს სამართლებრივი სივრცე...მაგრამ ეს ადამიანები რომ დაისჯებიან გარანტიას ვაძლევ"...
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია გუშინ, 28 მარტს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ოლიგარქის შსს მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღეს ხოშტარიამ იზოლატორიდან წერილი გაავრცელა, სადაც ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა. ხოშტარიამ მოძალადე პოლიციელების გვარებიც დაასახელა, თუმცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ ჰქონია.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...
პოლიტიკა • 17:15
მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...
პოლიტიკა • 17:12
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას ქონებრივ მდგომარეობაზე ი...
პოლიტიკა • 17:10
"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...
პოლიტიკა • 17:05
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პოლიტიკა • 15:27
სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...
პოლიტიკა • 15:25
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა