აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ - "ეხო კავკაზა"

პოლიტიკა 28 მარტი 14:46

ირაკლი ბებუა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული და ცხრა წლით თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა დაკავების დაწესებულებას ვადამდე დატოვებდა.

"ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი ალბათ ყველამ იცის. მან  სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 9 წლის ვადით. ჯამში მას 4 წელი და 6 თვე მოუწია. 30 მარტს იწურება მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლის და იმ ვადების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, - აღნიშნა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა.

როგორც ადრე ეხო კავკაზა წერდა, აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია. ამის გამო თავისუფლების აღკვეთის ერთი წელი ორ წლად ითვლება.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილებოდა. ირაკლი ბებუას ახლობლები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უგულავა
„ამ სკლინტმა ერთსულოვნებ ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”

სოცმედია 1 აპრილი 21:02

ჯანგირაშვილი
“კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...

სოცმედია 1 აპრილი 21:00

მასკი და ტრამპი
"ვფიქრობ, რომ მასკი საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის კომპანიაშიდაბრუნდება" | ტრამპი

"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...

მსოფლიო 1 აპრილი 20:58

გამზარდია ივანიშვილი
ვიდეო: „ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები

პოლიტიკა 1 აპრილი 20:56

ბადრი ჯაფარიძე
წულუკიანის მიმართვის საფუძველზე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს

ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...

პოლიტიკა 1 აპრილი 15:35

ზურაბიშვილი ივანიშვილი
„დღეს ყველა გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...

პოლიტიკა 1 აპრილი 14:55