"აქედან იყო მართული, ემესიჯებოდნენ"- რას ყვება ზარქუა აბუ-დაბიში მომხდარზე

პოლიტიკა 24 იანვარი 6:36

სანიკიძე ზარქუა

ივანიშვილის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, აბუ-დაბი ჯარიმის საფუძველზე დატოვეს, რომლის ოდენობაც სავარაუდოდ, 3-4 000 დოლარს შეადგენდა.

ამის შესახებ ზარქუამ 23 იანვარს, იმედის ეთერში ისაუბრა, სადაც ასევე თქვა, რომ მესამე დღეა, რაც აბუ-დაბიდან ჩამოსულია.

 

"გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, 80 000 დოლარი, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი, არაფერი -  ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში, 10-15-ჯერ უფრო ნაკლები, იქ მეგობრები გვყავდა, რომლებმაც გადაიხადეს და ამ 3-4 000$-ს ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ და რამენაირად მოვახერხებ." - განაცხადა მან.

ზარქუა: საამაყო არ არის, რაც მოხდა, მაგრამ შეურაცხყოფაზე სულ ასეთი რეაგირება გვექნება
ზარქუამ აბუ-დაბიში მომხდარი პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, პირველ დღეს გაბიტაშვილმა "მისაღები მიიღო", მაგრამ არ გამოაქვეყნა, რადგან "არ იყო მისთვის სახარბიელო სიტუაცია."

"[პირველ დღეს] ვისხედით საუზმეზე და დაგვადგა. დაიწყო იქ რაღაც სიგიჟეების ძახილი და შემდეგ, რომ გადავიდა შეურაცხყოფაზე და მოხდა ის, რაც მოხდა და მიიღო. თან პოლიციას ეძახდა, სასწაულია, თან მოდიხარ კამერით და მერე პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მიიღებ მისაღებს. ამით გვეგონა, რომ ამოიწურა. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, ის მომენტი, როდესაც ცოლ-ქმარმა იქ დადგეს სპექტაკლი, ბუნებრივია, ჩვენც გავეცით პასუხი, მაგრამ ხომ ვერ გაეკიდება, არა - სხვა მოცემულობა იყო. მეორე დილას რომ ვნახე იქ იყო, ის მოხდა, რაც მოხდა, არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველამ ნახა, რაც მოხდა. ამის შემდეგ იყო პოლიცია, დაკითხვები და შემდეგ, რომ ამბობდნენ, ციხეში გადაიყვანეს - რაღაც სიგიჟეებს რომ იძახიან...

[..] ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ. შემდეგ მას აუყვანეს ადვოკატები - ერთი, მერე გამოუცვალეს, თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმა, აქედან იყო მართული და ემესიჯებოდნენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ნუ, ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები."

ამასთან ერთად, ივანიშვილის დეპუტატის თქმით, პირი, რომელმაც სასტუმროში ლაშა გაბიტაშვილის მიმართულებით თეფში ისროლა, მათთან ერთად არ იყო.

"საერთოდ არ ვიცნობდით იმ ადამიანს, იქ იყო ისვენებდა ოჯახთან ერთად და ეტყობა, რომ ამოუვიდა ყელში ამათი პროვოკაციები, გააქანა თეფში და მოხვდა პერსონალს და შემდეგ ისიც ამ ჯარიმის ქვეშ მოექცა, არც გვაქვს რამე შეხება." - ამბობს ზარქუა. 

 

13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

 

14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული.

 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან.

 

კობახიძე ზარქუასა და სანიკიძეზე: ყველაფერი იქნება ძალიან კარგად22 იანვარს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე 80 000-ლარიანი ჯარიმების საფუძველზე თბილისში დაბრუნდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ჯაფარიძე
„ფოცხს ფეხი დააბიჯა“ - გია ჯაფარიძე ბოჭორიშვილის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

გია ჯაფარიძე: ორი განსხვავებული განცხადება დადო ქართულმა მხარემ და აშშ საელჩომ. ქართულმა მხარემ აქაც დასწრებაზე თამაში გადაწყვიტა. თუმცა, მგონია, რომ ფოცხს ფეხი დააბიჯა.აშშ საელჩოს დიპლომატიური და თან...

სოცმედია 14:25

ხუროშვილი
„ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკის საელჩოში რომ დაუნახეთ“ - გია ხუროშვილი

აშშ-ში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი: ტრამპის ადმინისტრაცოას აწვს ასეთი მიდგომა:გთავაზობს თამაშის წესს!არჩევანი შენზეა!მერე შენს თავს დააბრალე!ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკი...

სოცმედია 14:15

ელჩი აშშ ბოჭორიშვილი
აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბიჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბ...

პოლიტიკა 13:50

ზურაბიშვილი
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მარ...

პოლიტიკა 13:31

ბოჭორიშვლი დანიგანი
ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა."შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტ...

პოლიტიკა 13:22

გიორგი ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძე ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი“ - პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შედეგად ცუდად იყო. როგორც პაპიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ჩიკვაიძეს სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქ...

პოლიტიკა 13:14