მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

პოლიტიკა 14 მარტი 13:31

ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

 

ახლა მეხუთე პრეზიდენტი ყველას მოსაზრებას ისმენს - ვის როგორ წარმოუდგენია ერთობა, გზა ახალი არჩენებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისს ციხეებიდან დახსნა და საერთო ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ. ამ შეხვედრების და საუბრების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი, წესით, 31 მარტის საღამოს უნდა გახდეს.

 

უკვე ერთი საათია პრეზიდენტს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ არ იციან, რატომ გადაწყვიტა ზურაბიშვილმა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურად გაემართა.

 

საკითხი შეხედრის არ განხილულა მოწვევის გზავნილში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვისაუბრებთ 31 მარტზე, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. მე ძალიან არ მიყვარს ყალბი მოლოდინების შექმნა, ამიტომ იქნება თუ არა ეს ერთობის თარიღი, მე ამაზე წინსწრებით, ერთი კოალიციის და პარტიის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოსაზრებები ერთობასთან დაკავშირებით ცნობილია საზოგადოებისთვის. მათ შორის, არჩევნებამდეც და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ხსნა სწორედ ერთობაშია. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი კოალიციის მოსაზრება და პოზიცია, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს სტუდენტებს და სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდება. ევროპული მომავლის მცველები ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახლა სწორედ საზოგადოებრივი პროტესტია.

კრიზისიდან გამოსვლის გზები, მე მგონია, რომ ისევ საზოგადოებრივ აქტიურობაზე გადის. აგერ, ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე დღის წინ ბრძოლით მოიპოვეს სტუდენტება ეთერები. სტუდენტების გაერთიანებას ვხედავ. მალე, 14 აპრილი ახლოვდება. 14 აპრილიც ძალიან სიმბოლური დღეა სტუდენტების აქტიურობის და ბრძოლის მხრივ. ამიტომ, ჩემი აზრით, ისევ საზოგადოებრივი, სამოქალაქო პროტესტი უნდა გაძლიერდეს, - ამბობს აქტივისტი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ავარია
დაიღუპა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - ავარია ბათუმში

  ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, 32 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართავდა, რომელიც ქვეითს დაეჯახა. 70 წლამდე...

შემთხვევა 31 წუთის წინ

გელა მთივლიშვილი
„წეროვანთან თავს დაგვესხა შეიარაღებული სპეცრაზმელი“ - გელა მთივლიშვილი

წეროვანთან, ავტობანზე თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი.საცობში ჩვენს უკან არიან მანქანით. ვცდილობთ, უსაფრთხო ადგილას გავიდეთ.- წერს სოციალურ ქსელში ჟურნ...

პოლიტიკა 44 წუთის წინ

 პოლონეთში 27 წლის ქართველი
რატომ დააკავეს პოლონეთში 27 წლის ქართველი

პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი.    ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...

კრიმინალი 14:07

გმირთა მოედანი
მიმდინარე სამუშაოების გამო, გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...

საზოგადოება 14:02

კონფერენცია კიბო
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...

ჯანმრთელობა 14:00

მკვლელობა ჭავჭავაძეზეე
„ეს ამბავი პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ რადგან ხელისუფლების მეგობარი ქურდები არიან მკვლელობაში ეჭვმიტანილები, ამბავი თაროზე შემოიდება და ისევ ქურდები თუ იტყვიან, რატომ მუკლეს ძმა ქართველ კანონიერ ქურდს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...

სოცმედია 13:43