„ჩვენი პოლიტიკით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ კი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 24 მარტი 20:52

კახა კალაძე

„იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

 

კითხვაზე, როგორ შეძლებს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან შეჩერებული ფინანსური დახმარებების კომპენსირებას, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ ყველა გამოწვევას, რომელიც ქვეყნის წინაშე იდგება, მთავრობა შესაბამის პასუხს გასცემს.

 

„საბედნიეროდ, იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობამ მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება. ამას, რა თქმა უნდა, მოაქვს კეთილდღეობა, იზრდება ბიზნესები, იზრდება ბიუჯეტი, ამის სტატისტიკა და მონაცემები შეგიძლიათ ამოიღოთ. მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დაახლოებით რა იქნება, ეგეც შეგვიძლია ვნახოთ. შესაბამისად, ჩვენ არაფერს მოვაკლებთ მოსახლეობას, რა პროექტებიც იქნება განსახორციელებელი, ყველაფერს გავაკეთებთ და მივიყვანთ ბოლომდე. საუბარი იყო, თითქოს რაღაცას ჯარს მოვაკლებთ და აგენტურას მოვახმართ თანხებს. ჩვენ არც ჯარისკაცებს დავაკლებთ არაფერს. ჩვენთვის მთავარი არის მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ყველა გამოწვევა და პრობლემა, რომელიც არსებობს, იქნება მოგვარებული და გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები იქნეს განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეეეეეეეეეეეე
„დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია“ კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.   კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“...

პოლიტიკა 10:02

კახა კალაძე
„ჩვენ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“ - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.   ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭ...

პოლიტიკა 10:01

ლოლა ტუმასიანი
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი გარდაიცვალა

 გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

საზოგადოება 9:52

კახა კალაძე
„არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს - შეიძლება ეს დღესაც გრძელდება“ - კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა.   ამის შესახებ მან...

პოლიტიკა 9:43

ნანუკა ჟორჟოლიანი
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...

პოლიტიკა 9:36

მირცხულავა
„პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი, ეს სახელმწიფოს სიძულვილის გამოა“ - გოჩა მირცხულავა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...

სოცმედია 9:12