საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა MoneyLive Summit London- ზე ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1742997111
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიება - MoneyLive Summit London-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ ისაუბრა.
MoneyLive Summit London ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ციფრული საბანკო მომსახურების შესახებ, სადაც C-level ხელმძღვანელები მონაწილეობენ. შეხვედრაზე სფეროს პროფესიონალები მიმდინარე გამოწვევებსა და მომავალ ტრენდებს განიხილავენ.
ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-ზე მეტი სპიკერი და 1500-ზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ევროპული და ბრიტანული ბანკების წარმომადგენლები როგორიცაა: Barclays, NatWest, Goldman Sachs, JPMorgan, BNP Paribas და HSBC. სამიტში ასევე იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ციფრული ბანკების ხელმძღვანელები, როგორიცაა: Revolut, Bunq, Tandem-ის და სხვა.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით სპიკერი ვიყავი ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც MoneyLive Summit London-ია. პანელური დისკუსიის ფორმატში, Goldman Sachs და NatWest-ის წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა მქონდა მესაუბრა საქართველოს ბანკის წარმატებულ ქეისზე, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო საკუთარი ხედვები ღია ბანკინგის მიმართულებით. ღონისძიებაზე ასევე ვისაუბრე ბანკში ციფრული ეკოსისტემის მიმართულებით დანერგილი ინოვაციებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ, კერძოდ კი: ტრანზაქციული ანალიტიკის, Ads Manager-ისა და ლოიალურობის პროგრამების შესახებ. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები გავაცნოთ საერთაშორისო აუდიტორიას, მეორეს მხრივ კი- წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტების გამოცდილება გაიზიარო. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სფეროს განვითარებაზე ზრუნვას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მთლიანად ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












