„დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას“ - დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

პოლიტიკა 9 აპრილი 3:13

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი

ბრიტანეთის საელჩო, ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას ულოცავს და საქართველოში, რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს:

„ვულოცავ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დემოკრატიის დამცველის ჯილდოს მოგებას, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს შვიდი პარტნიორის მიერ იქნა გადაცემული. საია არსებით დახმარებას უწევს ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოში, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

თვეების მანძილზე დემოკრატიული უკუსვლის, თვითნებური დაპატიმრებებისა და მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შემდეგ, ქართული ოცნება არ აპირებს დაუბრუნდეს ევროპულ გზას და დაიცვას საკუთარი  ამომრჩევლის დემოკრატიული მისწრაფებები.

მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საიას ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.’’ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ კომენტარში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 19 აპრილი 20:23

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 19 აპრილი 19:55

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 19 აპრილი 19:50

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 19 აპრილი 11:44

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:27

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:24