„გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ნორმებით… რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ ან რაზე დასწყდათ გული?“ - ნინო წილოსანი

პოლიტიკა 22/8/2024 • 17:45

წილოსანი.jpg

„გასაკვირი ის არის, რამ შეაშფოთა ჩვენი ოპონენტები და რატომ ანერვიულდნენ უსაფრთხოების ასეთი ნორმებით, რაიმეს მართლა ხომ არ გეგმავდნენ, ან რაზე დასწყდათ გული“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც მათ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს უსაფრთხოების ზომების გამოყენებაზე გააკეთეს.

 

ნინო წილოსანის თქმით, ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი სამიზნეა.

„ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული განვითარების გარანტად რჩება. რა თქმა უნდა, არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ ოპონენტების მხრიდან თავდასხმების ობიექტია არა მხოლოდ კრიტიკის თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროა, რომ უკვე დიდი რისკია მასზე ფიზიკური თავდასხმის და სხვადასხვა საშიშროების მიმართულებით.

ეს კარგად დაგვანახა, მათ შორის, საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებმა და პოლიტიკოსებზე იმ თავდასხმებმა, რისი დიდი შესაძლებლობაც არსებობს, რომ საქართველოშიც განმეორდეს გლობალური ომის პარტიის მხარდამჭერების მხრიდან. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მათი ნომერ პირველი სამიზნეა, ხოლო ჩვენთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისი დაცვაც და უსაფრთხოებაც გარანტირებული უნდა იყოს.

რაც ვნახეთ, ეს იყო უსაფრთხოების სპეციალური ნორმები, რაც ლოგიკური და ადეკვატური იყო“, – თქვა ნინო წილოსანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45