1743353903
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას
პოლიტიკა • 27 მარტი 6:58
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გენერლებმა ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილიო ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც "არალეგიტიმურ პარლამენტში".
ენმ-ის ცნობითვე, გოგავამ და ყურაშვილმა ყველა პარტიული თანამდებობა დატოვეს.
რაც შეეხება წულუკიანის კომისიას, პარტიის შეფასებით, "ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ე.წ. საპარლამენტო კომისია ზედმიწევნით აგრძელებს ოკუპანტი რუსეთის დავალებების შესრულებას".
ენმ-ის თქმით, მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა.
„ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომ რუსულ კომისიაზე არ დაიბარებდნენ არც ერთ სამხედრო პირს, დღეს სხდომაზე სწორედ ქართველი სამხედროების დაკითხვაა დაანონსებული. დღევანდელ სხდომაზე ივანიშვილის რეჟიმმა 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ ზაზა გოგავას და 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის გამოკითხვა გადაწყვიტა. გენერალი გოგავა და ყურაშვილი არიან ის სამხედროები, რომელთა ძალისხმევით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული აგრესიის შეკავება და პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენ გმირ მებრძოლებთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ატარებს 2008 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სააკაშვილი მეოთხე წელს რუსეთის დაკვეთით ტყვეობაში და ამიტომაა, რომ გენერლებს დღემდე რუსეთის ფედერაცია დევნის. საქართველომ გაიმარჯვა რუსეთის წინააღმდეგ და გაბათილდა პუტინის ყველა სიცრუე აგვისტოს ომის შესახებ ჯერ 2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ხოლო შემდეგ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სწორედ იმიტომ, რომ გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა ქართული ჯარის, საქართველოს სიმართლე უმაღლესი კვალიფიკაციითა და არგუმენტაციით დაიცვეს. ამ გამარჯვების რეკვიზირებაა "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი. ამას გულისხმობს ე.წ. “სამართლიანობის აღდგენა”, საქართველოს ისტორიის ოკუპანტის ვერსიით გადაწერა, 2008 წლის ომის საქართველოსა და ქართველ სამხედროებზე გადაბრალება და ოკუპანტის გამართლება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნალების გადაწყვეტილებების შეტრიალებით.
2025 წლის 18 თებერვალს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე. გვჯერა, სულ მალე, ერთად დავიხსნით ჩვენს სამშობლოს შიდა მტრისგან, რომელიც ოკუპანტის დავალებით ასამართლებს ქართულ სახელმწიფოს!“,-აღნიშნულია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.წულუკიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე ზაზა გოგავა, მამუკა ყურაშვილი და შალვა ჯანაშვილი დაიბარეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...
სოცმედია • 18:23
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...
პოლიტიკა • 17:19
ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...
პოლიტიკა • 17:14
პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...
სოცმედია • 16:58
ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...
სოცმედია • 16:49
ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს: წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...
სოცმედია • 16:44
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა