"გუშინ შაქარი ჰქონდა დავარდნილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა" - ჩხვიმიანის დეიდაშვილი

პოლიტიკა 5 თებერვალი 9:05

ლაშა ჩხვიმიანი

ლაშა ჩხვიმიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც, სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა - ინფორმაციას მისი დეიდაშვილი ავრცელებს და წერს:

 

"გუშინ შაქარი ჰქონდა დავარდნილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ, 24 საათიანი მორიგეობა დააწესა.მონიტორინგს ახორციელებენ. პრინციპულად მოსთხოვეს შაქრიანი წყალი დალიოს ან ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კომაში ჩავარდნა რომ ავიცილოთ თავიდან. კატეგორიული უარი განაცხადა.ასევე მნიშვნელოვანია ელექტროლიტები დაელია რასაც ასევე არ აკეთებს.სუსტად არის, მაგრამ მხნედ და მიდის მიზნისკენ, რომ გაგვაერთიანოს, გამოგვაფხიზლოს.მე უმძიმესი დღეები გავიარე მორალურად. გარდა იმისა, რომ დეიდაშვილია ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ეგ ძალიან გვაახლოებს. ამ დღეების განმავლობაში ბევრი საყვედური მინდოდა მეთქვა, რომ წარმოუდგენელი მორალური ჯოჯოხეთი მოგვიწყო, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ყველა ქმედება იმისკენ იყო მიმართული რომ მისთვის მორალურად მდგომარეობა შემემსუბუქებინა.მოგვიანებით აუცილებლად მოვყვები ყველაფერს რაც ამ დღეებს ახლდა- იმედგაცრუებებს, სიკეთეებს, თანაგრძნობებს და მუნიციპალურ განსაკუთრებულ ამორალურ ცინიზმსაც.მანამდე კი სამშობლოს ვჭირდებით. ლაშას სურვილია, რომ ჩვენ შევიკრიბოთ დმანისში სამშობლოსთვის და ცხადია ჩვენ ამას სახელოვნად ვიზამთ.დღეს გელოდებით 18:00 საათზე დმანისის ცენტრალურ პარკში, შევიკრიბოთ სამშობლოსთვის ლაშა ჩხვიმიანი ბოდიში ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისგან რომ შენ სხვა გზა არ დაგიტოვეთ” წერს ჩხვიმიანის დეიდაშვილი. შეგახსენებთ, რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი ახალი არჩევნებისა და დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, 30 იანვრის შემდეგ დმანისის მერიის წინ, საკუთარ ავტომობილში შიმშილობს. დღეს, საღამოს 6 საათზე დმანისის ცენტრალურ სკვერში ჩხვიმიანის სოლიდარობის აქცია გაიმართება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია და ჯაიანი
ვიდეო: 40-წუთიანი ფარული ჩანაწერი - კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა წინასწარ დაგეგმა - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო სხდომაზე გასაჯაროვდა. გამოძიებამ 26 წლის კაცის ჩვენება დ...

სამართალი 26 წუთის წინ

მაია ორჯონიკიძე.PNG
„ქოცობა“, უპირველესყოვლისა, მენტალობა... იცით, რამდენ ქოცს ვიცნობ “ნაცებში”?“ - მაია ორჯონიკიძე

მაია ორჯონიკიძე: პირადად მე ტერმინ “ქოცობას” ბევრად ფართო დეფინიციას ვანიჭებ-აი დავით აღმაშენებელს ვინც ებრძოდა თავის დროზე, ისინიც ქოცები იყვნენ (უბრალოდ მაშინ ეს ტერმინი არ არსებობდა), რადგან ქოცობა...

სოცმედია 30 წუთის წინ

ჩიკვაიძე პარტნიორი
ვიდეო: რატო გადაეკიდა „ოცნება“ გიორგი ჩიკვაიძეს - ბიზნესმენი ირაკლი პაპიაშვილი მიზეზებს ასახელებს

ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის პარტნიორი ამბობს, რომ მათი კომპანიისგან “ოცნებას“ ერცერთი თეთრის სარგებელი არ უნახავს, მათი დავალებები არ შეუსრულებიათ და სწორედ ამის გამო დაიწყო მასზე ზეწოლა. როგორც ირაკლი...

პოლიტიკა 44 წუთის წინ

დავითულიანი
„თეატრალურის რექტორმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა“ - ივანიშვილის დავითულიანი

ივანიშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა "სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და "მისც...

პოლიტიკა 47 წუთის წინ

მირცხულავა
„არასადაც არ წავალ! თუნდაც იმიტომ, რომ მერე, უკან დაბრუნება ჩათლახობა იქნება“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: მეც შემიძლია წავიდე ქვეყნიდან - სხვებზე ბევრი და გავლენიან ნაცნობი მყავს ევროპებში, ნიუ-იორკებში. ჰო, შემიძლია წავიდე - ერთი ბილეთის ფულს მოვახრჩობ და ....ტანჯულად მოვევლი...

სოცმედია 49 წუთის წინ

 აშშ-ის ხაზინის მდივანი
თუ ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, "რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ" - აშშ-ის ხაზინის მდივანი

"რუსეთს უმკაცრეს სანქციებს უყოყმანოდ დავუწესებთ" - ასე პასუხობს აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ჟურნალისტის კითხვას, განიხილება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება იმ შემთხვევაში, თუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 51 წუთის წინ