„თეატრალურის რექტორმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა“ - ივანიშვილის დავითულიანი

დავითულიანი


ივანიშვილის კულტურის მინისტრის მოადგილის, ბექა დავითულიანის თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა "სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და "მისცა გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი".

 

დავითულიანის თქმით, თეატრალურის რექტორმა ამით "თავის სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს".

 

"დახურა ყოველგვარი სატელევიზიო სივრცე პოლემიკისთვის და მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა რექტორსა და სტუდენტებს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს.

შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა, სტუდენტებს შეუძლიათ მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში, განაგრძონ სწავლა და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად და ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება". - თქვა დავითულიანმა სამთავრობო მედიის ცნობით.

 

ივანიშვილის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სტუდენტებს თავიანთი აზრისა და პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა "ამ უფლებაში კანონით დადგენილი ჩარჩოები არსებობს".

 

"ნებისმიერ სტუდენტს, ისევე როგორც მოქალაქეს აქვს თავის აზრის და პროტესტის გამოხატვის უფლება, ამ უფლებაში არსებობს კანონით დადგენილი ჩარჩოები. სტუდენტთა ერთი ჯგუფის უფლებებმა არ უნდა შელახოს დანარჩენი სტუდენტების უფლებები და მთლიანად უნივერსიტეტის უფლებები". - აღნიშნა დავითულიანმა.

 

საბოლოოდ, დავითულიანმა ივანიშვილის კულტურის სამინისტროს სახელით მადლობაც გადაუხადა გიორგი შალუტაშვილს, რადგან მან მათ, "ვისაც სწავლა უნდოდა, ამის შესაძლებლობა მისცა".

 

"აქედან გამომდინარე, ყველას თავის არჩევანი აქვს - ვისაც სწავლა უნდოდა მას რექტორის გადაწყვეტილებით, ამის შესაძლებლობა მიეცა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით რექტორს. ვისაც რაიმე სხვა ქვეზრახვები ჰქონდა, გამოჩნდება. რექტორმა შანსი სტუდენტებს მისცა, რისთვისაც კულტურის სამინისტროს პოზიციაა, რომ ვუხდით მას მადლობას". - დაამატა დავითულიანმა.

9 მარტს, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს შენობის დეზინფექციის მიზნით შენობის დატოვება მოსთხოვა. სტუდენტები შენობის დატოვების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, გამოთქვეს მზადყოფნა, დეზინფექციის სამუშაოებისთვის ხელი არ შეეშალათ და დროებით შენობის სხვა სივრცეში გადასულიყვნენ. მიუხედავად  ამისა, ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა შენობის სხვა სათანადო ნაწილის დათმობაზე და სამართალდამცავები გამოიძახა. პოლიციამ შენობაში მყოფი 9 სტუდენტი 5000-5000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტებმა  83 დღიანი პროტესტის შემდეგ, უნივერსიტეტის შენობა დატოვეს.

პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეგვიჩერეს – თეატრალურის სტუდენტური მოძრაობა
10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.

თეატრალური უნივერსიტეტის ამბობდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რექტორის ბრძანება ჯერ გამოცემული არ იყო და სტუდენტებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჰქონდათ.

ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილისათვის სტატუსის შეჩერების თაობაზე უნივერსიტეტის ლექტორების, პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი შუამდგომლობენ სტუდენტებს და მოუწოდებენ რექტორს, შეაჩეროს კომისიის გადაწყვეტილება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ჯაფარიძე
„ფოცხს ფეხი დააბიჯა“ - გია ჯაფარიძე ბოჭორიშვილის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

გია ჯაფარიძე: ორი განსხვავებული განცხადება დადო ქართულმა მხარემ და აშშ საელჩომ. ქართულმა მხარემ აქაც დასწრებაზე თამაში გადაწყვიტა. თუმცა, მგონია, რომ ფოცხს ფეხი დააბიჯა.აშშ საელჩოს დიპლომატიური და თან...

სოცმედია 14:25

ხუროშვილი
„ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკის საელჩოში რომ დაუნახეთ“ - გია ხუროშვილი

აშშ-ში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი: ტრამპის ადმინისტრაცოას აწვს ასეთი მიდგომა:გთავაზობს თამაშის წესს!არჩევანი შენზეა!მერე შენს თავს დააბრალე!ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკი...

სოცმედია 14:15

ელჩი აშშ ბოჭორიშვილი
აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბიჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბ...

პოლიტიკა 13:50

ზურაბიშვილი
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მარ...

პოლიტიკა 13:31

ბოჭორიშვლი დანიგანი
ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა."შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტ...

პოლიტიკა 13:22

გიორგი ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძე ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი“ - პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შედეგად ცუდად იყო. როგორც პაპიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ჩიკვაიძეს სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქ...

პოლიტიკა 13:14