ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მარტო მივიდა

პოლიტიკა 1723106695

ღრიბაშვილი მუხათგვერდი

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მარტო მივიდა.

 

იმ დროს, როდესაც "ქართული ოცნების" ლიდერები გმირულად დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად სასაფლაოზე ორგანიზებულად მიდიოდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი ადგილზე ივანიშვილის ხელისუფლების წარმომდგენლებისგან დამოუკიდებლად გამოჩნდა.

 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ამ დროისთვის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართ...

საზოგადოება 1742976403

კალაძე
რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებიც განახლდება

რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ბაგებობების განახლებასაც მოიცავს.   აღნიშნუ...

საზოგადოება 1742976169

ელისო
პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება.   ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება.   ამის შემ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1742976116

კალაძეეე კახა
თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრების განახლების მიზნით, კონკურსს გამოაცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრ...

საზოგადოება 1742976053

ლუმიერს
„ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი”. ეს უკანასკნელი ჩეხურ და უ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1742975994

დავითაია
„თქვენს ეთერს რუსეთი უყურებს" - პაატა დავითაია წულუკიანის კომისიას

"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიების დროს საპარლამეტო კომისიის თავმჯდომარე იყო, იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომა...

პოლიტიკა 1742975696