კავშირები კრემლთან, კრიმინალური წარსული და შოიგუს მიერ დაჯილდოებული ცოლი - ვინ არის "ოცნების" წარმომადგენელი პუტინის კარზე, მამუკა მერკვილაძე

პოლიტიკა 16/6/2024 • 5:06

ოცნება რუსული კანონი

ვინ არის პრორუსი ბიზნესმენი და ქართული დიასპორის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი მამუკა მერკვილაძე, რომელსაც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა კრემლის კარზე საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელობა ჩააბარა? კრემლისტურ ელიტასთან ის მეუღლის წყალობითაა დაახლოებული. მერკვილაძის  ცოლი  ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი თამრიკო დუდუნიაა, რომელსაც ჯილდო პირადად რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან აქვს მიღებული.

 

მამუკა მერკვილაძეს ბიზნეს ინტერესები საქართველოშიც აქვს. არის არაერთი კომპანიის მეწილე. ყველაზე რეზონანსული კი ბალდის კანიონია, სადაც საკმაოდ დიდი ფართობის მიწა აუქციონის წესით - 40 წლით გადასცეს, რასაც ადგილობრივებისგან დიდი წინააღმდეგობა ხვდება.

 

მამუკა მერკვილაძის საჯარო ფიგურად  გამოჩენა არცთუ ისე კარგი ამბით დაიწყო.  ის ბაქოში მანქანების ქურდობისთვის იყო დაკავებული. 2006 წელს აზერბაიჯანული მედია წერდა რომ პოლიციამ ავტომანქანების  მასშტაბური ქურდობის საქმე გახსნა, რაზეც მამუკა მერკვილაძე იყო დაკავებული.

 

"მამუკა ფრიდონის ძე მერკვილაძემ რომელიც ბაქოში ცხოვრობდა, საქართველოში მოპარული მანქანები აზერბაიჯანში გადმოჰყავდა და მათ ნაწილებს ყიდდა. მერკვილაძის დაკავებისას  პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება,  ჰეროინი ამოიღო." წერდა 2006 წელს აზერბაიჯანული მედია.
სხვა ინფორმაცია ამ დანაშაულზე აღარ იძებნება, არც აზერბაიჯანულ და მითუმეტეს ქართულ წყაროებში.  არაფერია ცნობილი გასამართლდა თუ არა საქართველოს მოქალაქე მაშინ და მოიხადა თუ არა მოპარული მანქანების ბიზნესისთვის სასჯელი.

 

"შაბათის მთავარს" სურდა ინფორმაცია პირადად  მერკვილაძესთან გადაემოწმებინა, თუმცა უპასუხო ზარების შემდეგ, მან არც ჩვენს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა და არც რეგისტრირებულ მისამართზე დაგხვდა.

 

აზერბაიჯანული მედიის სტატიაში წერია, რომ პოლიციის მიერ დაკავებული მერკვილაძე 1981 წელსაა დაბადებული. ეს მონაცემები კი დიპლომატიაში წასული მერკვილაძისას ზუსტად ემთხვევა.

 

საქართველოს ხელისუფლებაში  ჩინოვნიკი  რუსეთთან მჭიდრო კავშირებით  რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა, მისი სახელი და გვარი  საქართველოს მოსახლეობამ სწორედ მაშინ გაიგო, როცა მამუკა მერკვილაძე  ქართულმა ოცნებამ  რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად დანიშნა. გაჩნდა ვარაუდი რომ რუსეთმა ახალი გეგმა აამოქმედა.
 
კრემლთან დაახლოებულმა  ბიზნესმენმა  და დიპლომატმა ერთ-ერთი ბოლო, რასაც საქართველოში  თვალი დაადგა, ბალდის კანიონია. მერკვილაძეს ტერიტორია,  25 ათასი კვ|მ აუქციონის წესით, 40 წლით  გადაეცა.

ტურისტულად მიმზიდველ ტერიტორიას  ბევრი  ფულის მოტანა შეუძლია. კაცი რუსული კავშირებითა და კრემლთან მეგობრობით, ადგილობრივებისთვის მისაღები არ არის და მერკვილაძის ინვესტორობას მთელი სოფელი აპროტესტებს. ბალდელები საკუთარ სოფელს და კანიონს  კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.

დიპლომატი, რუსული კავშირებით ტელევიზიებთან ხშირად არ ჩნდება. თუ ჩნდება, იმ ღონისძიებაზე მხოლოდ სამთავრობო ტელევიზიებს ეპატიჟებიან. მამუკა მერკვილაძის სახელი და გვარი იმითაცაა ცნობილი რომ ის  საქართველოში არაერთი კომპანიის მეწილეა, 2022 წლის იანვრიდან კი  სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტია.

საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს  და მის ოჯახს  რუსულ  ელიტასთან  წლები აკავშირებს.  რუსეთში მერკვილაძეს უფრო მისი მეუღლის, თამრიკო დუდუნიას წყალობით იცნობენ. დუდუნია წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები მომღერალია. რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა  თამრიკო დუდუნიამ  ჯილდო პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან მიიღო. მერკვილაძის ოჯახში შოიგუს მიერ გადაცემულ ჯილდოებს განსაკუთრებით საპატიო ადგილი უჭირავს.

იმის გამო რომ  მამუკა მერკვილაძემ  შაბათის მთავართან გამოჩენა არ ისურვა, მისი პოზიცია სკანდალურ ბრალდებაზე  ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ  დიპლომატის სახელი და  გვარი, რომელსაც რუსეთში

 

საქართველოს ინტერესების დაცვა აბარია, დანაშაულში ფიგურირებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შაქარიშვილი ხაინდრავა
შაქარიშვილმა ახალგაზრდებზე დღესაც იძალადა - ადგილზე იყო ხაინდრავაც

ვატო შაქარიშვილის მორიგი თავდასხმა ახალგაზრდებზე - შემთხვევა ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა გოგა ხაინდრავაც ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში თათია აფრიამაშვილი ავრცელებს:   "ვატო...

პოლიტიკა 7:46

ლენტიი
ვიდეო: სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს

სასტიკი ანგარიშსწორება თბილისში - დაშავებულია 40 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს  

კრიმინალი 7:24

დავით დარჩიაშვილი
„ტრამპი პუტინზე უარესია“ - დავით დარჩიაშვილი

დავით დარჩიაშვილი: ტრამპი პუტინზე უარესია. პუტინი პუტინია - რუსულ იმპერიულ/მაფიურ პარადიგმაში ბუნებრივად ზის. მისგან სხვას რას უნდა ელოდო?! აი, ტრამპმა, რაც დასავლური ცივილიზაცია და დემოკრატიაა, გადაც...

სოცმედია 7:22

 ნინო კალანდაძე
„ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი“ - ნინო კალანდაძე

ნინო კალანდაძე: დიახ. ხელოვნურად და მიზანმიმართულად გაღვივებულ ზიზღზე დგას ქოცი. ქოცი რა, რუსეთი. ამ ზიზღს აჩენს და კვებავს პროპაგანდით. ისე, რომ ვერც კი ვხვდებით. არაფერი აერთიანებს ისე, როგორც ზიზღი...

სოცმედია 7:20

მირცხულავა
„ოპოზიციის ნაწილიც რომ ნაბოზარია, ეგეც თქვენი ბრალია, თუმცა აქ მიზეზი სხვაა - ტაშით არ უნდა გააგიჟო ბოგანო“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "პეპელას ეფექტი", ედვარდ ლორენცმა აღმოაჩინა - 1961 წელს. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიაში პეპელას ფრთების მოძრაობამ შესაძლოა, ტეხასში ტორნადო გამოიწვიოს. უფრო ქართულ...

სოცმედია 7:16

პატარიძე ლილუაშვილია
„ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ“ - გიორგი პატარიძე ლილუაშვილზე

პარტიის „ჩვენ“ თანათავმჯდომარე გიორგი პატარიძე: "შეეშვით" ლილუაშვილს - "ქართული ოცნების" პრემიერად დანიშნავენ, არ ინერვიულოთ თქვენ

სოცმედია 7:13