„მოღალატე "ოცნება" პუტინის დავალებას ასრულებს“ - აგვისტოს ომის ვეტერანები წულუკიანის კომისიაზე

პოლიტიკა 30 მარტი 10:23

ოცნება რუსული კანონი

აგვისტოს ომთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიის გამოძიებას აგვისტოს ომის ვეტერანები  ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესების ღალატად აფასებენ. 2008 წლის ომის მონაწილეები აპირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" რუსულ დავალებას ასრულებს და წყალს მტრის წისქვილზე ასხამს, როდესაც ცდილობს, აგვისტოს ომის დამნაშავედ საქართველო გამოაცხადოს.

ყველაფერი ნათელია. მე ამას ღალატის გარდა სხვა სახელს ვერ ვპოულობ. წეღანც ვთქვი, ხალხის ინტერესების და მით უფრო, პატრიოტი ხალხის ინტერესების და ქვეყნის წინაშე რომ მიდის მთავრობა, ის უკვე მოღალატეა. ასხამენ მტრის წისქვილზე წყალს თავიანთი ქმედებებით და უნდათ, სიამოვნება მიანიჭონ თავიანთი ქმედებებით თავიანთ ხელმღვანელობას კრემლში, აქედან გამომდინარე, მათი დირექტივებით მოქმედებენ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს მთავრობა მოქმედებეს რუსეთის დავალებით. კულუარებში რასაც საუბრობს ხალხის, რომ პირდაპირ კრემლის აგენტები სხედან მთავრობაში და დირექტივებს აძლევენ ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობას უმაღლეს ეშელონებში, ეს ჩემთვის პირდაპირი სიგნალია, რომ ასრულებენ კრემლის დავალებას, - ამობს აგვისტოს ომის ჯარისკაცი. 
ვიცე პოლკოვნიკი ია პაიჭაძე პირდაპირ ამბობს, რომ წულუკიანის კომისია პუტინის დავალებას ასრულებს და ხელახლა კლავს იმ ქართველ გმირებს, რომლემიც ამ ომს შეეწირნენ.

 

სისხლის სამართლის საერთაოშორისო სასამართლომ, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ჰააგის სასამართლოს სახელით, დაადგინა, რომ ომის დამნაშავე არ არის საქართველო და არის დამნაშავე და აგრესორი რუსეთი. ეს კომისია ასრულებს რუსეთის და პუტინის დავალებას და იმ გმირებს, რომლებიც შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო 14 პოლიციელი და 167 სამხედრო მოსამსახურე, მათ ხელახლა კლავენ. ჩვენს თვალწინ ხორციელდება ღალატი. ითესება იმის განცდა, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის დასჯადი და გმირობა დანაშაულია. ამას აკეთებენ ახლა. მაგრამ, უნდა გაათვითცნობიერონ და მოუწევთ, რომ გაათვიცნობიერონ, რომ ანწუხელიძე არის უკვდავი და ამ გმირების ხსოვნას საქართველო სანთლებად აინთებს და სანამ მომავალი ხმაურობს, მანამდე საქართველოს გადაშენება არ უწერია, - ამბობს  პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ვიცე პოლკოვნიკი ია პაიჭაძე

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რეჟიმის ტყვეების ოჯახი
რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. განცხადება მათ პარლამენტის წინ წაიკითხეს. "ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდის...

პოლიტიკა 17:15

უილსონი ივანიშვილი
„ქართული ოცნება“ ღრმად ანტიამერიკული და ანტიქართულია“ - უილსონი

მოხარული ვარ, რომ ვუერთდები [აშშ-ის ჰელსინკის კომისიის] განცხადებას ივანიშვილის რეჟიმის მცდელობაზე, მიჰყიდოს საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას კორუფციულად, ანაკლიის პორტზე კონტროლის მინიჭებით. პარ...

პოლიტიკა 17:12

პაატა სალია
რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება

რა კომპანიებს ფლობს პაატა სალია, რომელიც "ოცნების" მთავრობაში იუსტიციის მინისტრად ინიშნება. იმის გამო, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა შეზღუდული აქვს, სალიას  ქონებრივ მდგომარეობაზე ი...

პოლიტიკა 17:10

ლევან მურუსიძე
"სახელფასო ბარათი დამებლოკა" - ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული მურუსიძე

 "ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო... სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა, რა მნიშვნელობა აქვს,...

პოლიტიკა 17:05

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო სამსახუროში ფორმულას განუცხადეს, რომ რამიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

პოლიტიკა 15:27

აშშ
„რაც შეეხება „ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით“ - სახდეპი

სახელმწიფო დეპარტამენტმა www.globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა. მან “ოცნების” ნაბიჯები “განგრძობით ანტ...

პოლიტიკა 15:25