1742369201
გლდანში საცხოვრებელ სახლში კაცი მოკლეს
პოლიტიკა • 18 მარტი 11:40
მზია ამაღლობელის საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის ადვოკატმა სანქცირებული მოსამართლის, ნინო სახელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლის განათლება ვერ აკმაყოფილებს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის კრიტერიუმებს - "სახელაშვილს არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით"- თქვა ადვოკატმა.
დაცვის მხარის თქმით, მოსამართლე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულია ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ვერ აკმაყოფილებს ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპს.
დაამთავრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა - შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებთ საერთო სასმართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. არ გაქვთ კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიმართულებით. კერძოდ, მოსამართლისა და ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული გაქვთ მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებით, სამუშაო გამოცდილება კი 2022 წლამდე მხოლოდ ამ მიმართულებით გქონდათ, რის გამოც, გაუგებარია, რა კრიტერიუმით დაინიშნეთ 2022 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ", - თქვა პროცესზე ადვოკატმა.
საბოლოოდ, მოსამართლე სახელაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დღეს აღიარა, რომ მას მართლაც არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა მისი თქმით, არ არსებობს კანონის ნორმა, რომელსაც მსგავსი მოთხოვნა აქვს.
მინდა საზოგადოებას და დაცვის მხარეს განვუმარტო, რომ მოქმედი კანონის შესაბამისად, ვერცერთი კანონის ნორმა არ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ჩაბარებული იყოს სისხლის სამართლის სპეციალიზაციის და ეს დაბრკოლებას წარმოადგენდეს, რომ მას არ ჰქონდეს უფლებამოსილება სისხლის სამართლის სპეციალიზაციასთან დაკავშირებით". - თქვა სახელაშვილმა სხდომაზე.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებული მზია ამაღლობელიც ესწრება.
გამოძიება ჟურნალისტს პოლიციელზე თავდასხმას ედავება, აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს:„ომის დამნაშავე პუტინმა უკვე დაარღვია შეთანხმება და შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ ტრამპს. პუტინის ძალებმა სლოვიანსკში მდებარე ენერგოსისტემები დაბომბეს და ახლაც აგრძელე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 16 წუთის წინ
გლდანში საცხოვრებელ სახლში კაცი მოკლეს. დანაშაული დღეს დილას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რ...
კრიმინალი • 19 წუთის წინ
19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დე...
საზოგადოება • 25 წუთის წინ
პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ 5 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააყადაღა. დოკუმენტში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. მათ შორის არის ეპიზოდი, სადაც საქველმოქმედო ფონდ...
პოლიტიკა • 26 წუთის წინ
„პუტინი დათანხმდა "შეაჩეროს თავდასხმები ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე", მაგრამ არა სამოქალაქო ობიექტებზე, ქალაქებზე, საავადმყოფოებზე - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი...
პოლიტიკა • 29 წუთის წინ
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მაღალხარისხიან ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია პოლიურეთანის ქაფისგანაა დამზადებული, გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს, რომელიც იხსნება და...
ჯანმრთელობა • 6:35
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა