1743418379
ამერიკის საელჩოს გაფრთხილება
პოლიტიკა • 28 მარტი 11:09
კოალიცია ძლიერი საქართველოს ადვოკატი, თორნიკე ართქმელაძე და მათი ოფისის მენეჯერი, ეკა გიორგობიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და თავად თორნიკე ართქმელაძემ განაცხადეს.
"მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, დღეს უკვე საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე ჩვენი კოალიციის იურისტი, თორნიკე ართქმელაძე და ოფისის მენეჯერი, ეკა გიორგობიანი დაიბარა [...] პირდაპირ ვამბობთ, რომ პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, მაგრამ, მზად ვართ, ნებისმიერ დროს, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, სასამართლოს დარბაზში გამოვცხადდეთ". - თქვა კუპრაძემ.
დაბარების შესახებ ისაუბრა თავად კოალიციის ადვოკატმაც.
"პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებ. თუმცა, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ სასამართლოში დამიბარონ, იქ გამოვცხადდები. მთელი ის ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც ჩემი გამოკითხვა სურთ, მე ჩემი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს მივიღე. ასეთ საკითხზე ჩემ დაკითხვას მათ კანონი პირდაპირ უკრძალავს". - ამბობს ართქმელაძე.
27 მარტს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოქალაქის წინაშე გამოკითხეს. მას პროკურატურიდან 26 მარტს დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მზად იყო, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს გამოკითხულიყო.
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
კომისიამ 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.
ბადრი ჯაფარიძეს 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”
სოცმედია • 1 აპრილი 21:02
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...
სოცმედია • 1 აპრილი 21:00
"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...
მსოფლიო • 1 აპრილი 20:58
„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები
პოლიტიკა • 1 აპრილი 20:56
ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...
პოლიტიკა • 1 აპრილი 15:35
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...
პოლიტიკა • 1 აპრილი 14:55
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა