ქართველები იყვნენ პირველები, მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა - არახამია აგვისტოს ომზე

პოლიტიკა 7/8/2023 • 17:33

არახამია

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აგვისტოს ომის 15 წლისთავს ფეისბუქ-პოსტით ეხმაურება.

"დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას და ეს საბედისწერო პროგნოზი სრულად ახდა და დღეს ყველა აღიარებს, რომ ქართველები და სააკაშვილი მაშინ მართლები იყვნენ და რომ დასავლეთი კი ცდებოდა, როცა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები. 

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა! 
დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს - პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს! 

დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!"

წერს არახამია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი
8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგიმ რამდენიმე თვის წინ სიმსივნე დაამარცხა. მას მკურნალობისთვის მედიკამენტები სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსუ...

საზოგადოება 17 მარტი 18:59

სეუ-ის სტუდენტებ
სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს. "სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის...

პოლიტიკა 17 მარტი 18:51

თამუნა
1 ლარიც კი მნიშვნელოვანია - დავეხმაროთ თამუნას, რომელსაც ეპილეფსია და თავში კისტა აქვს, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადადგილება და სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს

თამუნა არის 15 წლის, ვერ დადის, ვერ საუბრობს აქვს ძლიერი შეტევები და თავის არეში კისტის გამონაზარდი. საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, რისი საშუალებაც მარტოხელა დედას არ აქვს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხო...

საზოგადოება 17 მარტი 17:50

ოდირი
ეუთო/ოდირმა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეაფასა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებე...

პოლიტიკა 17 მარტი 17:33

შაჰინი
„თუ ტრამპი თავისას გაიტანს, ავტორიტარიზმში მცხოვრებთა სამაშველო ხაზი დაიკარგება“ - სენატორი შაჰინი „რადიო თავისუფლებაზე“

ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცი...

მსოფლიო 17 მარტი 15:31

გეგუჩაძე
"ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება... ორგანიზაცია „სირცხვილია“ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს“ - მარიამ გეგუჩაძე

მარიამ გეგუჩაძე: "ნანუკას ფონდი" და "სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს , განსაკუთრებულად მეცინება    აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია სირცხვილია დიდი ხანია აღარ ფუნქციონირ...

სოცმედია 17 მარტი 14:45