1757426691
კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება - მედია
პოლიტიკა • 19 მარტი 7:19
პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ 5 საქველმოქმედო ორგანიზაცია დააყადაღა. დოკუმენტში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია. მათ შორის არის ეპიზოდი, სადაც საქველმოქმედო ფონდებს საგამოძიებო უწყება დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, მრავალწლიანი პატიმრობით ისჯება.
პროკურორი, რომლის მიმართვის საფუძველზეც მოსამართლემ ფონდების დაყადების განჩინება გასცა, ლაშა კოტრიკაძეა, მოსამართლე, კი, რომელმაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მზია გარშაულიშვილია.
ლაშა კოტრიკაძეს დღეს "პირველები ესაუბრა და ჰკითხა, რა იგულისხმება "დანაშაულის შემცველ ქმედებებში" და რა გახდა ფონდების დაყადაღების საფუძველი. დეტალებზე საუბრისგან პროკურორი თავს იკავებს. კოტრიკაძე ამბობს მხოლოდ იმას, რომ შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია.
პროკურატურამ რაც გაავრცელა განცხადება, რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი არ წერია, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ძირითადი დასაბუთება არის იქ. არასერიოზული ლაპარაკი, რომ ლობიანებს და ხაჭაპურებს ყიდულობდნენ და ფონდს ამიტომ დაედო ყადაღა, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როცა სასამართლოს მივმართეთ, ის შუამდგომლობა გაცილებით მოცულობითია და იქ ყველაფერი არის დასაბუთებული. შუამდგომლობა რომ საფუძვლიანი არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ამას სასმართლო არ გაიზიარებდა არ დააკმაყოფილებდა, - ამბობს კოტრიკაძე სატელეფონო საუბარში.
არის თუ არა შესაძლებელი, რომ ფონდების ხელმძღვანელები დააკავონ, კოტრიკაძე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ ამას გამოძიება აჩვენებს.
ჯერ გამოძიება არ დასრულებულა და რა უნდა გიპასუხოთ?, - ამბობს პროკურორი. ცნობისთვის, "ნანუკას ფონდის", "ფროსფერითი ჯორჯიასა" და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.
საქართველოს ბანკი მასწავლებლების პროფესიის დაფასების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მთავარი მხარდამჭერია. ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 40 წუთის წინ
ზაფხული მიილია, წინ საინტერესო, დატვირთული და სიახლეებით სავსე სასწავლო წელია. სასექტემბრო შოპინგი კი აქტიური ცხოვრების სტილთან დაბრუნების გარდაუვალი ნაწილია. საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 41 წუთის წინ
,,3000-მდე კბილებამდე შეიარაღებული ზონდერის პირისპირ ვიდექით დეკემბერში რამდენიმე დღის განმავლობაში და ერთმანეთი არ მიგვიტოვებია. გუშინ რეჟიმმა ჩათვალა, რომ ოცდაათამდე არარაობაც საკმარისი იქნებოდა ჩვე...
სოცმედია • 50 წუთის წინ
"პირველებს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, სადაც ჩანს რომ კახეთის გზატკეცილზე სპეცრაზმის მანქანები გადაადგილდება. კადრებში ჩანს მინიმუმ 10 მიკროავტობუსი, 10 პიკაპი და 4 ავტობუსი. ზუსტად რვა საათზე კი...
პოლიტიკა • 54 წუთის წინ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 13:37
მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების შემდეგ, სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, "შეიკავონ იმგვარი ქმედებები...
პოლიტიკა • 13:34
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა