რუსული სასახლე წეროვანში - როგორ აღმოჩნდა 70 000კვ.მ ტერიტორია ღარიბაშვილის სამეგობროს ხელში

პოლიტიკა 17/2/2024 • 19:54

თარ

ვისთვის აშენებენ სასახლეს ოქროსფერი დიადემებით და არწივის მონუმენტებით რუსეთიდან ჩამოყვანილი ტაჯიკი მუშები - 70 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, სოფელ წეროვანში სამშენებლო პოლიგონად რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ იქცა.  "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ბრძანება, მცხეთის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2022 წლის 3 ოქტომბერს გასცა.  რუსეთ-უკრაინის ომიდან 9 თვეში კი მცხეთის მერიამ სამეფო სასახლის პროექტი დაამტკიცა და მშენებლობა დაიწყო. 

ტერიტორიის მფლობელი, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ნიკა ჯობავა და კომპანია "რონდი"არიან.  "რონდის" მფლობელი კი ნიკა ჯობავას მამა როლანდ ჯობავაა.

როლანდ ჯობავა , რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს, ბაკულევის სახელობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული მილიონერია.  "შაბათის ეთერს" ინფორმირებული პირის ჯობავას გარემოცვიდან უყვება, რომ ის საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილის მფარველობით სარგებლობს და დაქვეითებული ექს პრემიერის ახლო გარემოცვის წევრია.

რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მუშები სასახლეს დაჩქარებული წესით აშენებენ. ოთხ სართულიანი რეზიდენცია  27 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ბაღებით და  სამი აუზით,  გალავნითაა გარშემორტყმული.

ეს სასახლე პუტინის გალენჯიკის რეზიდენციას მოგაგონებთ. მთავარი კარიბჭე ოქროსფერი ნაკეთობებით, თეთრი მარმარილოს თაღებშია ჩასმული.  ყურადღებას თეთრი მარმარილოს ორნამენტები იქცევს, რომელიც ტანმაღალ კოლონადებს მიუყვება. 

რუსეთის მმართველ ელიტასთან დაახლოებული როლანდ ჯობავას გარემოცვა "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ის დაქვეითებული ექსპრემიერის  ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია.

"შაბათის ეთერმა" დოკუმენტების შესაწავლის შემდეგ, ჯოაბვას და ხელისუფლების პირველი პირების ახლო კავშირი დაადგინა: როლანდ ჯობავა კომპანია "ჯორჯიან ბინზეს ბროკერი"-ის 10 % წილის მფლობელია. ამ კომპანიაში 25 % წილს ფლობს, ბეჟან მაისურაძე, საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი რომან ბოკერიაა.

რომან ბოკერია ოთარ ფარცხალაძის რუსული ბიზნესების მმართველია, ისინი ერთად ფლობენ მოსკოვში ანალოგიური დასახლების კომპანიას, ბეჟან მაისურაძე კი ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ძმაკაცია, და ეს კავშირი მან  2020 წელს "შაბათის ეთერთან"  ინტერვიუს დროს უარყო.

ირაკლი ღარიბაშვილის და ბეჟან მაისურაძის გზები ბევრჯერ გადაიკვეთა. მას შემდეგ, რაც მაისურაძემ გარეჯას საქმეში თითქოსდა მოპარული რუკები იპოვა და  ყოფილ პრემიერს მტკიცებულებად გადასცა, სანაცვლოდ ინვესტორების შემომყვანი შუამავალი კომპანიის წილები და სახელმწიფო ქონების გასხვისების პრივილეგია მიიღო. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 19 აპრილი 20:23

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 19 აპრილი 19:55

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 19 აპრილი 19:50

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 19 აპრილი 11:44

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:27

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 19 აპრილი 11:24