1743080007
ვენაში ჩასულ ბოჭორიშვილს ავსტრიის მინისტრმა მხილების სერია მოუწყო - "ოცნების" საგარეომ ფაქტი დამალა
პოლიტიკა • 13/10/2021 • 11:43
ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს თქმით, სააკაშვილის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და თუ მას რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერმინისტრის, რომელიც მესამე პრეზიდენტს მუხლების დამატებით ემუქრებოდა. ევოპარლამენტარის შეფასებით, ღარიბაშვილის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს:
"ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც, ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.
რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო.
ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე", - თქვა ევროპარლამენტარმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
ნუ მასწავლიან და ნუ წერენ წერილებს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ საწვრთნელო პოლიგონზე ჰყავთ ოცეული ნანახი – ნუ იშვერენ ზაზა გოგავასკენ ხელს! – ტაქტიკურად, პოზიციაზე მყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთ...
პოლიტიკა • 3 წუთის წინ
ლევან სანიკიძე: ვამაყობ გენერალ ზაზა გოგავასთან და გენერალ მამუკა ყურაშვილთან მეგობრობით!ახლა მაინც არ რწმუნდებით, რომ ეს არ არის ბენზინგასამართი სადგურების საქმის გამოძიების კომისია? ეს არ არის ნაცებ...
სოცმედია • 15 წუთის წინ
"არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი.აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარებ...
პოლიტიკა • 17 წუთის წინ
ნანუკა ჟორჟლიანი: თეა წულუკიანის მამა იყო მოსამართლე, რომელსაც სიკვდილით დასჯის განაჩენები გამოჰქონდა!იმ სამართლიანობის დედაც, სადაც სისხლით ეს ჯალათი ქალი საქართველოს, სასამართლოს უწყობს პირდაპირ ეთე...
სოცმედია • 29 წუთის წინ
გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივისტები - დავით ტატიაშვილი და ცოტნე ჯაფარიძე დაიჭირეს. როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, ისინი თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში გა...
პოლიტიკა • 30 წუთის წინ
მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე მივიდა - ვიმყოფებით ივანიშვილის მიტაცებულ სასამართლოში, ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პროკურორებისა და მოსამართლეების ხელში, რომლებიც ძალ...
პოლიტიკა • 31 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა