„საბჭოური, კრიმინალური და რუსული მენტალობის მმართველობა ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა 3 აპრილი 13:55

პოლიტიკოსები

"საბჭოური, კრიმინალური და რუსული მენტალობის მმართველობა ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსვლის ერთადერთი გზა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

 

"გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის ხელში" - თქვა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ქვეყნის შიგნიდან და გარედან რეჟიმზე წნეხი "ოცნებას" დათმობებზე წასვლას აიძულებს.

 

წინააღმდეგობა იზრდება, მოთხოვნა არის იგივე, ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. "ლელო - ძლიერი საქართველო" ამ პოზიციაზე დგას. მე გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა იმ ჩიხში შეიყვანა, რომლიდანაც გამოსვლა არის შესაძლებელი, მხოლოდ და მხოლოდ, არჩევნებით.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან ყოველდღიურად მხარდაჭერას. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ სიმტკიცისკენ, ბრძოლისკენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის ხელში. საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი ქვეყანა. ეს საბჭოური, კრიმინალური, რუსული მენტალობის მმართველობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის სათავეებიდან". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, ნატოს მინისტერიალი გაიმართა. დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დაწყებამდე "ევროსკოპის" მთავარმა რედაქტორმა საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს შესახებ კითხვები დაუსვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გერმანია
გერმანია დაჩქარებული მოქალაქეობის მიღების უფლების გაუქმებას, ოჯახების გაერთიანების 2 წლით შეჩერებას და მკაცრი სასაზღვრო კონტროლის შემოღებას გეგმავს

გერმანიის ახალი მმართველი კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU), ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიული ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD)შედ...

მსოფლიო 13 წუთის წინ

დეა მამისეიშვილი
„არანაირი ისტორიის გადაწერის მცდელობა არაა, გადაწერეს უკვე... ყველაფერი გვაკადრეს უკვე“ - დეა მამისეიშვილი

ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი: ჩვენ რომ ვვარგოდეთ, 9 აპრილის ტრაგედიაზე, რუსეთმა ჩვენი თანამოქალაქეები რომ ჩახოცა, ხელისუფალი რომ ამბობს “უცხო ძალის ძალადობაო”, თავზე უნდა ვამხობდეთ იმ სავარძლებს, რომლ...

სოცმედია 41 წუთის წინ

ტრამპი 1
ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ზრდის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთისთვის დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ მან საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე დაწერა და გადაწყვეტილების მიზეზად ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრ...

მსოფლიო 44 წუთის წინ

ივანიშვილი
„თუ ივანიშვილს საფრანგეთში აქტივები აქვს, შესაძლოა გარკვეული ზომები იქნეს მიღებული“ - გალერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მაიკლ გალერმა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო უცხო აქტივებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ ივანიშვილი ფლობს ქონებას საფრანგეთში — სადაც ის, გალერის...

პოლიტიკა 49 წუთის წინ

ირაკლი ქადაგიშვილი
„ვინც წააქეზა სააკაშვილი, იმ ძალის ინტერესშია მუდმივი დაპირისპირება რუსეთთან“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ვინც მაშინ წააქეზა ეს ჩვენი ვაი ლიდერი [მიხეილ სააკაშვილი] და 8 აგვისტო და აგვისტოს ომი რეალობა გახდა, მათ ინტერესებში არის, იმ ძალის ინტერესებში არის, რომ საქართველო მუდმივ დაპირისპირებაში იყოს რუსეთ...

პოლიტიკა 52 წუთის წინ

ზელენსკი  1
"ამჟამად მსოფლიოს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო" - ზელენსკი

"ამჟამად მსოფლიოს არა [საჰაერო თავდაცვის] სისტემები, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება, რომლებიც სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო. სისტემები არსებობს. მსოფლიოში საკმარისი Patriots-ია იმის...

რუსეთ-უკრაინის ომი 53 წუთის წინ