„საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ, არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ“ - გენერალი ზაზა გოგავა

პოლიტიკა 27 მარტი 12:47

ზაზა გოგავა

ოლიგარქის პარლამენტის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას გენერალმა ზაზა გოგავამ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ

„ის საკითხი, რაც აქ იხილება, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხია. ის, რომ რაიმე, ასპროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია [იყო] რუსეთის ე.წ სამშვიდობოებიდან უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. 2008 წლის კომისიაზეც იმავე მაქვს ნათქვამი, სტენოგრამა გექნებათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თუ რამე აცდენა იქნება, იქ რასაც ვამბობ, ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებელი ვარ.

ის, რომ რაიმე მოასწავებდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდა ან ერთ ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი.. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის რომ ასე იყოო, ყველგან პასუხს გავცემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. თუმცა ის, რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ასეა“,- განაცხადა გოგავამ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზელენსკი პუტინთან საუბრისთვის მზადაა
"პუტინს არ აინტერესებს დიპლომატია... ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ს წინადადების პასუხია რუსული დრონები და ბომბები, რუსეთი იმსახურებს ყველა მკაცრ ზომას" - ზელენსკი

„სამწუხაროდ, დღეს უკვე მეტი დარტყმა და დაბომბვა მოხდა. ჩერკასის რეგიონი - თავს დაესხნენ დრონებით. ხერსონის რეგიონი - არტილერია და დრონების მიერ ჩვეულებრივ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ჩამოყრილ...

რუსეთ-უკრაინის ომი 3 წუთის წინ

ამინდი
წვიმა, ელჭექი, ქარი – დღევანდელი ამინდის პროგნოზი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებ...

საზოგადოება 8 წუთის წინ

გიორგი გახარია
„გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად“ - გიორგი გახარია

ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერ...

პოლიტიკა 15 წუთის წინ

პატრული
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 28 მარტის აქციაზე პოლიციის ავტომანქანა დააზიანა - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული დ.კ. დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძი...

კრიმინალი 16 წუთის წინ

პოლიცია
სპეცოპერაცია თბილისში - შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის...

კრიმინალი 18 წუთის წინ

გოცირიძე
„შეთანხმების ბოლო ვარიანტი იმაზე საშინელია, ვიდრე თავდაპირველი“ - რომან გოცირიძე აშშ-უკრაინის იშვიათი ლითონების მოლაპარაკებაზე

ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე: დაიწყო იშვიათი ლითონებიდან, რომელიც აღმოჩნდა, რომ უკრაინას ფაქტობრივად არა აქვს და საქმე მივიდა უკრაინის მთელი წიაღისეულისა და მის მოპოვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქ...

სოცმედია 25 წუთის წინ