1743602540
„ქვეყნის ღალატი პირდაპირ ეთერში“ - მიხეილ სააკაშვილი წულუკიანის კომისიაზე
სოცმედია • 30 მარტი 8:35
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
ამბობენ, რომ ბიძინას დიდად უყვარს ლხინი "საოცარი"... (მნიშველოვანია, რომ უყვარს ლხინი "საოცარი" და არა საოცარი ლხინი);შეჰკრებს ხოლმე თანამეინახეებს და გაამწეესებს არა იმდენად მრავალ-კერძ-სართულიან, რამდენადაც გემოვნებით გაწყობილ მაგიდასთან!ყველამ არ იცის "თავისი ადგილი"; მაგრამ, ამ დროს საქმეში მხევალიც ერევა ხოლმე! ხოლო ვიღაცები სკამს გამოუწევენ სტუმრებს და როცა ისინი მოკალათდებიან, შეუწევენ კიდეც.ამ სტუმრებს, უკლებლივ ყველას, მზერა უშტერდებათ ბიძინასაკენ!.. ნაჭრის "სალფეთქს" მუხლზე ჩამოიდებს მასპინძელი? იგივეს შვრებიან სხვებიც.ბიძინა სუფრის თავში არ ზის! უფრო შუაში - აქედან კონტროლი უფრო იოლია!არც თამადად ინიშნავს თავს; თუმცა, პირველ სადღეგრძელოს, როგორც წესი, მშვიდობისა, თავად წარმოთქვამს! ფეხზე ამდგარი.ამ დროს, როცა სხვებიც წამოდგებიან ხოლმე, ზოგს იატაკზე უვარდება ის, ხსენებული "სალფეთქი"... აღებას ვერ ასწრებენ, ჩნდებიან დამხმარენი; უცვლიან მყისიერად.მოილხენენ ხოლმე ძალუმად ასე! კარგსუფრასთან! უკვე შემდგომ, განკლომპლექსებაც ხდება! ღიმილიც ბევრია; ანეკდოტი ცოტა! უფრო ზუსტად, ანეკდოტებს მხოლოდ ბიძინა ჰყვება; როგორებს - თავადაც იცით.ჰო, ეს ბიძინა...ცხადია, რომ იმ, უფრო Пир-ებზე და არა ქართულ სუფრებზე, იგი არაა წარმოდგენილი, ანუ - შემოსილი ისე, ძმაბიჭურად, ანუ - კასტუმსა არა ჰღალატობს; მაგრამ, აი, ჰალსტუხი, მით უფრო, წაყრონჭილი, მგონი, არც ისე უყვარს...იმ სუფრებზეა თუ სუფრებთან მღერიან და განა ცუდად! საუკეთესონი მიჰყავს ხოლმე ბიძინას! "კარგია, კარგი" ესმით მისი რეპლიკები მომღერლებს... მიუხედავად იმისა, რომ ხმათასვლაში არაფერი გაეგება!სრულდება არაღრეობა! ლხინი უფრო! საამო... ემშვიდობებიან სტუმრებს! კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებთ მასპინძლებსაც... თერთტმეტია დაწყებული! ზედა ოთახში ცქმუტავს შამანი...... როს ბოდიგარდები თუ ფინანსისტები აცილებენ უკვე გასვლის პირას მყოფებს, მასპინძელი აღარაა მათთან! ხოლო ხსენებულები, სტუმრებს გადასცემენ ხოლმე კონვერტებს წარწერით - 5000;თუ წარმოვიდგენთ რომ ზამთარია, პალტოს მკლავში ხელგაყრილებს კაშნე იგივ შარფი რომ შეუშლით ხოლმე ხელს მათი ხელის ამოსაყოფად, ბედად, სწორედ მაშინ ხდება ეს ამბავი!გმადლობთ - ასე პასუხობენ კარგი მომღერლები და უკვე პალტოჩაცმულნი პალტოსავე შიდა გულის ჯიბეში იცურებენ ამ ხუთი ათასით სავსე კონვეტრებს!გზად, ვიდრე პერიმეტრის დატოვებამდე, ფიქრობენ - დოლარია თუ ლარი? და ყოველ ჯერზე ისევ ლარი ხვდებათ, ანუ - 5000 - ზე 2.76 - ჯერ ნაკლები მწვანეებში.ეს ყველაფერი მოდელირებულადაა ასე, თორემ, ისე, მე რავი...ისტორიის მეორე ნაწილი ეხება ბოლოსწინა "ზასტოლოეს", რომელზეც სტუმრებმა პოეზიაში ჯიბრი მოაწყეს მასპინძლის თხოვნით.ერთს წარმოუთქვამს - "ათას სოცხალსა ბევეჯელა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია!.."მოღუშულა ბიძინა იმ წამიდან!5000 ლარიც არ დაუხვედრებიათ სტუმრისათვის!..ეჰ, ნეტა, რატომ?____გიორგი ანწუხელიძეს გაუმარჯოს, ჩემო მკითხველო.
ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა. ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ი...
პოლიტიკა • 21 წუთის წინ
ცირკში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, არანაირი კომისია არ არსებობს საპარლამენტო, ისევე როგორც არ არსებობს არანაირი პარლამენტი, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხ...
პოლიტიკა • 30 წუთის წინ
მოვლენების კიდევ უფრო მეტი ნეგატიური განვითარება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებას, - ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა კაია კალასისა და მა...
პოლიტიკა • 31 წუთის წინ
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების მიზნით, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს, გივი კარტოზიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზ...
საზოგადოება • 51 წუთის წინ
თინა ხიდაშელი სოცქსელში წერს: გიორგი ზერეკიძის დაკითხვის საკმაოდ დიდ ნაწილს ვუსმინე. სულ არაფერს რომ ვუყურებდე ტელე ეთერში ეს აუცილებლად უნდა მენახა. 14 წლის პატარა ბიჭის საქმე, რომელსაც მთელი სახელმწ...
პოლიტიკა • 52 წუთის წინ
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. Euromon...
ბიზნესი & ეკონომიკა • 54 წუთის წინ
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა