1743492585
სენსაციური აღმოჩენა - თბილისის ზღვის მიმდებარედ 34 მილიონის წლის წინ გადაშენებული ფოჩიანი გველკუა აღმოაჩინეს
პოლიტიკა • 28 მარტი 3:07
ოლიგარქის დეპუტატის, ვატო თურნავას განცხადებას, რომ Visa-ს და Mastercard-ს ასობით მილიონის საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი, პლატფორმა Freebusiness.ge-ის დამფუძნებელი, გიორგი ჩუგოშვილი ეხმაურება და განმარტავს, რომ ესაა მოქალაქეების შემზადება, შესაძლო ფინანსური სანქციებისთვის. ჩუგოშვილი იმ სცენარზე წერს, რაც შეიძლება განვითარდეს:
"რუსეთში სანქციების გამო არც VISA და არც Mastercard არ მუშაობს
არც American Express
არც Apple Pay
არც Google Pay
რუსეთში მუშაობს МИР
МИР მუშაობს მხოლოდ რუსულ რუბლზე!
ნამდვილად ვსემ პრივეტ!
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ხელისუფლებამ ადგილობრივ საბარათე სისტემაზე გადაწყობა დაიწყო 2014 წლის შემდეგ, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინეს და სანქციები დაიწყო, თან ზუსტად იცოდნენ რას აპირებდნენ უკრაინაში და ფინანსური სანქციები იყო გარდაუვალი. ამიტომ მოემზადნენ.
ის ფაქტი, რომ დღეს ეროვნული ბანკი და ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს, რომ VISA და Mastercard-ს ბევრი ფული გააქვს საქართველოდან, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, შეგამზადონ, რომ მოსალოდნელია ფინანსური სანქციები და ამის ეშინიათ.
რა არის ცუდი სცენარი:
1. ქვეყანას უწესდება ფინანსური სანქციები
2. გვეზღუდება წვდომა SWIFT-ზე
3. გვეზღუდება წვდომა VISA-ზე
4. გვეზღუდება წვდომა Mastercard-ზე
5. გვეზღუდება წვდომა American Express-ზე
6. გვეზღუდება წვდომა Apple Pay-ზე
7. გვეზღუდება წვდომა Google Pay-ზე
8. იქმნება ქართული ბარათები, რომელზეც ფულს გააკეთებს ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
9. შეიქმნება ეროვნული ბანკის შვილობილი კომპანია, რომელიც ადგილობრივ პროცესინგს (მხოლოდ ლარის გატარებებს) გააკეთებს, და ამ კომპანიის დირექტორი იქნება ვიღაც, გასაგებია ვინ ვიღაც.
10. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Amazon-ზე.
11. ჩვენ ამ ბარათებით ვერ ვიყიდით Netflix-ზე.
12. ჩვენ ამ ბარათს ვერ მივაბამთ Spotify-ზე.
13. ჩვენ ამ ბარათით ვერ... ეს სია გრძელია...
ამის მერე ან მანამდე გაგვიუქმდება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირშიდა ბოლოს შეიძლება აღმოვჩნდეთ დანგრეული ეკონომიკით, ვსემ პრივეტ ბარათებით, და ვიზების რიგში." წერს ჩუგოშვილი.ცნობისთვის, ეროვნული ბანკი მუშაობს პროექტზე, რომელიც ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს. ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ კომიტეტზე განაცხადა. "დეპუტატი" თურნავა კი დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე: "ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და Mastercard-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა და პირიქით, ჩვენს ეკონომიკაში დატრიალდება?",- თქვა მან, რაზეც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,ამ სკლინტმა ჰარმონია, ერთსულოვნება დ თანხმობა ჩამოაგდო. მოკლედ, სკლინტმა სულზე მოგვისწრო”
სოცმედია • 1 აპრილი 21:02
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი:„ახლა ვინც დგახართ დასხედით, ვინც სხედხართ დაწექით და რა ვიცი, რამე ქენით, “კანტროლკა“ უნდა დაგახალოთ:ქათმის სკინტლით გაკეთებული რძე და ყველით რომ გვკვება პაპაშვილმა, ეგ ძ...
სოცმედია • 1 აპრილი 21:00
"ვფიქრობ, რომ [მასკი] საოცარია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მას დიდი კომპანია აქვს სამართავი... რაღაც მომენტში ის [კომპანიაში] დაბრუნდება. მას ასე სურს... მე ვინარჩუნებ მას, სანამ ეს შემიძლია. ის ძალიან...
მსოფლიო • 1 აპრილი 20:58
„ოცნების“ ტოტალიტარიზმი ჩემთვის რუსულ-ბელორუსული და ირანული ჰიბრიდია“ - არჩილ გამზარდიას სკანდალური განცხადებები
პოლიტიკა • 1 აპრილი 20:56
ოლიგარქის პროკურატურა "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს იბარებს. როგორც ჯაფარიძე წერს, გამოკითხვა ე.წ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუ...
პოლიტიკა • 1 აპრილი 15:35
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ “დღე...
პოლიტიკა • 1 აპრილი 14:55
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა