"შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე... ყველაფერს აკეთებენ, რომ არ გვქონდეს ამაზე წვდომა" - საძაგლიშვილი

პოლიტიკა 5/11/2021 • 18:22

დიტო საძაგლიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას არ აძლევს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე პენიტენციური სამსახურის მოქმედება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ გვაძლევენ ინფორმაციას, არის ძალიან ძალიან საყურადღებო და ბადებს ბევრ კითხვის ნიშანს. ჩვენ 24 ოქტომბრის შემდეგ შეგვეზღუდა წვდომა სამედიცინო ისტორიაზე. 25 ოქტომბრიდან მოყოლებული 5 განცხადება გვაქვს ჩაბარებული, ვითხოვთ ინფორმაციის გადმოცემას. მაგრამ ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით, ძირითადად ტექნიკური მიზეზებით, უარს გვეუბნებიან დოკუმენტაციასთან წვდომაზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას.

რადგან ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ, რა მდგომარეობაა როგორც ლაბორატორიულ 
კვლევებში, ასევე, რა რეკომენდაციები არის ექიმების მიერ გაცემული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ არ გვქონდეს წვდომა ამ ინფორმაციაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ეს არის ალტერნატიული კონსილიუმისთვის შეზღუდვების დაწესება. უკვე 1 კვირაა ალტერნატიული კომისია ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, წარდგენილი ჰქონდათ სათანადო დოკუმენტაცია, მაგრამ აქაც პენიტენციური სამსახური ხელოვნურად ქმნის ბარიერებს, - ამბობს საძაგლიშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36 დღეა შიმშილობს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ნაკრები
გადაწყვეტილება ცნობილია: რომელ მატჩს ჩაატარებს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ

უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. დისკვალიფიკაცია ერთა ლიგის ახალი,...

სპორტი 17:45

ესტონეთის საელჩო
„პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა, როცა დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ“ - ესტონეთის საელჩო

"ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ საქართველოს 21 მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნას. 36 წლის წინ, ისინი საბჭოთა არმიამ ბრუტალურად იმსხვერპლა სწორედ მაშინ, როდესაც ანტი-საბჭოურ, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარ...

პოლიტიკა 15:04

რასა იუკნევიჩიენე
"საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია... ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან ახალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებია" - რასა იუკნევიჩიენე

დღევანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ჩვენ ჩავთვლიდით კანდიდატი ქვეყნის პროგრესად - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კ...

პოლიტიკა 15:02

ლებედი ივანიშვილი
„1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი... შროების საბჭოს მდივანი, როდიონოვი კი ლებედმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად მოიყვანა. როდიონოვი, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ხალხი აჩეხა“

ვახო სანაია: 1996 წელს თავის ბანკში ჰქონდა ივანიშვილს ლებედის შტაბი გახსნილი. ლებედი მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.ეს ივანიშვილის სიტყვებია :Я раскручивал Лебедя, когда он был брошенным политиком....

პოლიტიკა 14:58

მათიკაშვილი
„ თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბებითა და მომწამვლელი აირებით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, დღეს აქ უცხო ძალა ერთი მუჭა ხალხით ცდილობდა, იგივე გაეკეთებინა“ - დავით მათიკაშვილი

"9 აპრილის, ამ უდიდესი თარიღის ფონზე, დღეს ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ისეთ მოვლენებს, რაც ყოველგვარ ზღვარსა და ფსკერს ქვემოთ დაშვებაა. თუ 1989 წელს როდიონოვის საბჭოთა ჯარის ნაწილებით, ტანკებით, ნიჩბე...

პოლიტიკა 14:52

სოფო ნიჟარაძე
„უცნობი ნომრით დამირეკეს, იყო გინება, მუქარა“ - სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამბობს, რომ უცნობი ნომრიდან დაურეკეს და დაემუქრნენ. იყო გინება, მუქარა, მიშას სახელის ხსენება - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.   დილიდან მირეკავდა, არ ვიღებდი, ახლა ავიღე და 3...

პოლიტიკა 14:08