თბილისის მერიის განცხადება

საზოგადოება 8 აპრილი 13:43

მერია

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას.

 

ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ. გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.

 

ამ ეტაპზე, ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო.

 

დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას  ეტაპობრივად მივაწვდით. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუაშვილი
"წმინდა რუსული პროპაგანდაა" - უჩა ნანუაშვილი ბრალდებებზე

ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურაში უჩივლა, სიმართლეს არ შეესაბამება. უჩა ნანუშვილის თქმით, საუბრის კონტექსტი სრული...

პოლიტიკა 10:27

ხვიჩია პაპაშვილი
ლაშა პაპაშვილი, რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა „ყვარლის ბაგაში“ ღია კარის დღეზე „გირჩის“ლიდერებს მასპინძლობს

„ქართული ოცნების“ მომხრე ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი, რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა „ყვარლის ბაგაში“ ღია კარის დღეზე „გირჩის“ლიდერს იაგო ხვიჩიას და სანდრო რაქვიაშვილს მასპინძლობს

პოლიტიკა 10:15

ქოლცენტრი
ვიდეო: თაღლითური ქოლცენტრების საქმე - 14 აგენტი მუშაობას ისევ განაგრძობს

საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრი მუშაობას აგრძელებს. მოპოვებული ახალი დოკუმენტებით დგინდება, რომ ქართული ქოლცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიური იყო და, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს.   მტკი...

კრიმინალი 9:26

გერმანიის პოლიცია
გერმანიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გერმანიაში ორი პირი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათგან ერთ-ერთს ბრალი ედება უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საბოტაჟისთვის სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის, აშშ-ს სამხედრო დაწესებულებებზე...

მსოფლიო 9:11

პესკოვი
„რუსეთი მზად არის, წინაპირობების გარეშე განაგრძოს უკრაინასთან მოლაპარაკებები“ - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არის, უკრაინასთან აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ტრამპის წარმომადგენელთან, უიტკოფთან გუშინდელი საუბრის დროს...

რუსეთ-უკრაინის ომი 8:35

რუსული პარტია
ვიდეო: „საქართველოში გადატრიალება იგეგმება“ - სანქცირებულ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს პროკურატურაში უჩივის

რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში გადატრიალება იგეგმება, რასაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი უდგანან. პარტია "სოლიდარობა...

პოლიტიკა 8:30