შსს კვების მომსახურებას კორუფციის რისკის შემცველი გზით ყიდულობს -"ფლანგვის დეტექტორი"

შსს ფლანგვა

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზად კი შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების უარყოფითი შედეგებით დამთავრება სახელდება.

მათივე ინფორმაციით, 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვების მომსახურების შესაძენად 13 ტენდერი გამოაცხადა, რომელთაგან 5 ტენდერი ჩავარდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზი კი საკმაოდ ხშირად ის არის, რომ შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უარყოფითი შედეგებით მთავრდება.

2024 წლის იანვრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთო ჯამში 14 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შესაძენად (კლასიფიკატორის კოდი: 55500000). გამოცხადებული ელ. ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 5,904,552 ლარია, საიდანაც ყველაზე მეტი, 3,617,860 ლარი შპს ტანდემს 2025-2026 წლებისთვის კვებითი მომსახურების მიწოდებისთვის გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შსს-ს მიერ გამოცხადებული 13 ელ. ტენდერიდან 5 ჩავარდა. უფრო კონკრეტულად, ორი მათგანი საერთოდ არ შედგა, ერთი შეწყდა, ორი კი უარყოფითი შედეგით დამთავრდა, რისი მიზეზიც კომპანიების დისკვალიფიკაცია გახდა.

ჩავარდნილი ელ.ტენდერების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მიმართავს შესყიდვების სააგენტოს იგივე მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე თანხმობის მიღების მიზნით," - წერს "ფლანგვის დეტექტორი".
კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ გამარტივებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც შემსყიდველი საჯარო უწყება/მუნიციპალიტეტი ყოველგვარი კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით აფორმებს კომპანიასთან ხელშეკრულებას. გამარტივებული შესყიდვების გამოცხადება მიზანშეწონილი და გამართლებულია ისეთ შემთხვევებში, თუ, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული ან საქმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ხშირად გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც კორუფციის რისკებს ზრდის.

მათივე ცნობით,  ბოლო ერთ წელში შსს-მ 24-ჯერ მოითხოვა გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა, მათი ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება.

საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გამარტივებული შესყიდვების გზით ხელშეკრულებების გაფორმება ხშირად სცდება ფორს-მაჟორულ სიტუაციებს და საქმე კორუფციულ შემთხვევებთან გვაქვს. ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებთან იდება, რაც თავის მხრივ კორუფციის რისკებსაც ზრდის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში" მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 500 ლანჩის ნაკრების შესასყიდად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 56,925 ლარი დაიხარჯება შსს-ის იმ მოსამსახურეებისთვის, რომლებიც 96 დღის განმავლობაში მშვიდობიან პროტესტანტებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ან/და არაკანონიერად აკავებდნენ.

2024 წლის იანვრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უშედეგო ელ.ტენდერების პარალელურად სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურების შეძენაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს 24-ჯერ მიმართა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 2,134,679 ლარს შეადგენს," - წერს ფლანგვის დეტექტორი.
მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, შსს-ის ტენდერები შეიცავს პირობებს, რომლებსაც ბაზარი ვერ აკმაყოფილებს, ან კომპანიებს ამ ტენდერებში მონაწილეობა არ უნდათ.

აშკარაა, რომ შსს წლებია ვერ უზრუნველყოფს ელ.ტენდერების გზით ხელშეკრულების გაფორმებას ისეთ კომპანიასთან, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას სტაბილურად გაუწევს, შესაბამისად, თითქმის ყოველ თვეში შსს გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულების გაფორმებაზე შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს. სავარაუდოა, რომ შსს-ს გამოცხადებული ელ.ტენდერები შეიცავს ისეთ პირობებს, რომლებსაც ბაზარზე არსებული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შსს-ს ტენდერებში მონაწილეობა არ უნდათ, ეს კი თავისთავად ტენდერის ჩაშლას იწვევს. ჩაშლილი ტენდერების გამო სამინისტროს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით თვითონ შეარჩიოს მიმწოდებელი კომპანია, რომელთანაც ათასობით ლარის ხელშეკრულებას გააფორმებს," - წერს ორგანიზაცია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ჯაფარიძე
„ფოცხს ფეხი დააბიჯა“ - გია ჯაფარიძე ბოჭორიშვილის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

გია ჯაფარიძე: ორი განსხვავებული განცხადება დადო ქართულმა მხარემ და აშშ საელჩომ. ქართულმა მხარემ აქაც დასწრებაზე თამაში გადაწყვიტა. თუმცა, მგონია, რომ ფოცხს ფეხი დააბიჯა.აშშ საელჩოს დიპლომატიური და თან...

სოცმედია 14:25

ხუროშვილი
„ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკის საელჩოში რომ დაუნახეთ“ - გია ხუროშვილი

აშშ-ში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი: ტრამპის ადმინისტრაცოას აწვს ასეთი მიდგომა:გთავაზობს თამაშის წესს!არჩევანი შენზეა!მერე შენს თავს დააბრალე!ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკი...

სოცმედია 14:15

ელჩი აშშ ბოჭორიშვილი
აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბიჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბ...

პოლიტიკა 13:50

ზურაბიშვილი
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მარ...

პოლიტიკა 13:31

ბოჭორიშვლი დანიგანი
ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა."შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტ...

პოლიტიკა 13:22

გიორგი ჩიკვაიძე
„გიორგი ჩიკვაიძე ცუდად იყო, სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქვს დავარდნილი“ - პაპიაშვილი

გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შედეგად ცუდად იყო. როგორც პაპიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ჩიკვაიძეს სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქ...

პოლიტიკა 13:14