ვიდეო - რას ჰყვება სტუდენტი, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს

პოლიტიკა 23 მარტი 5:27

სტუდენტი ტაში

პირველი ინტერვიუ სტუდენტთან, რომელიც ტაშის დაკვრის გამო დააკავეს - ლუკა გოგია "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, მისი ტაში იყო მისი გულწრფელი რეაქცია იმ მოვლენებზე, რაც მის თვალწინ რუსთაველის გამზირზე განვითარდა.

"ტაშის დაკვრამ გააღიზიანა ისინი, რადგან დღევანდელი პოლიცია თვითონაც ხვდება, რომ ტაშს არ იმსახურებს" - ამბობს სტუდენტი და ქრონოლოგიურად აღწერს თუ როგორ დააპატიმრეს პოლიციელებმა ჯერ სკამები, შემდეგ კი ორი სეუს სტუდენტი გოგონა და შემდეგ ის.

 

გოგიას თქმით, იზოლატორში მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია - ის ახლა სასამართლოს ელოდება, რომელიც 17 აპრილს ჩაუნიშნეს.

 

ჩემი პროტესტი გავრილოვის ღამიდან იწყება და დღემდე გრძელდება.

სეუ-ს სტუდენტებს ტერიტორიაზე სურდათ პატარა შავი სკამების მოტანა. მოხალისე ადამიანმა გადმოგვა ეს სკამი. რატომრაც დღეს კრიმინალიზებული გახდა ეს ნივთი, არც გვიფიქრია ამ სკამის დაფარვა და შეპარება, შესაბამისად პოლიცია სადაც არის პარლამენტთან განლაგებული იქ ჩამოვიარეთ, თავდაპირველად არაფერი უთქვამთ, მერე რამდენიმე ეკიპაჟი აგვყოლია და გვითხრეს, უნდა გადავამოწმოთ ეს ნივთი კანონსაწინააღმდეგო არის თუ არაო. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, არ იცოდნენ სკამი რამდენად კანონსაწინააღმდეგოა, შესაბამისად ელოდნენ რაციაში ვიღაც მესამე პირისგან მითითებას.

 

ტაშის დაკვრამ გააღიზიანა ისინი, რადგან დღევანდელი პოლიცია თვითონაც ხვდება, რომ ტაშს არ იმსახურებს, ტაშიც სწორედ ამ წარმოდგენის ნაწილი იყო, რაც მათ გამართეს 20 წლის სტუდენტების დაკავებით, ასევე ხანშიშესული ადამიანის ნერვიულობთ, მისი ხელის კვირთ და გაგდებით. ეს იყო ჩემი გულწრფელი რეაქცია იმ მოვლენებზე რაც ჩემს თვალწინ განვითარდა

 

დაკავების შემდეგ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მე დღეს გამომიშვეს და 17 აპრილს მაქვს პროცესი ჩანიშნული". - ამბობს ლუკა გოგია. 
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.

 

რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.

 

პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის

 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მანგო.png
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (დომენიკ მანგო) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დ...

პოლიტიკა 1 წუთის წინ

ნია გუგავა
"დღეს დილით პოლიციაში დავრეკე ჩემი 2 ჯარიმის მოსაკითხად, მითხრეს, რომ 2 კი არა, 4 ჯარიმა მქონია" - ნია გუგავა

მსახიობი ნია გუგავა წერს, რომ პოლიციაში ჯარიმის საკითხზე დარეკა, სადაც უთხრეს, რომ 2-ის ნაცვლად 4 ჯარიმა აქვს დაკისრებული. მსახიობი ოთხივეჯერ გზის გადაკეტვის მოტივითაა დაჯარიმებული. "დღეს დილით პოლიცი...

პოლიტიკა 5 წუთის წინ

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტ
"მტკიცედ ვმუშაობთ გაფართოებაზე დასავლეთ ბალკანელ მეზობლებთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან" - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველო არ უხსენებია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებაში, სადაც ის ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობს, საქართველო ნახსენები არაა. ანტონიო კოშტა ამ კუთხით ახსენებს უკრაინას, მოლდოვას, ბალკანეთის ქვეყნებს და ამბობს, რო...

პოლიტიკა 29 წუთის წინ

კევლიშვილი
"თავდაცვის სამინისტროში დღეს რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შედეგად, დარჩენილი ხელმომწერი საჯარო მოხელეები გათავისუფლდნენ" - მაკუნა კევლიშვილი

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული მაკუნა კევლიშვილი წერს, რომ თავდაცვის სამინისტროში დღეს რეორგანიზაციის მეორე ეტაპის შედეგად, დარჩენილი ხელმომწერი საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს. "თავდაცვის სამ...

პოლიტიკა 36 წუთის წინ

გვარამია
„ჩვენი წარმომადგენლები არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა“ - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია: კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზ...

პოლიტიკა 49 წუთის წინ

მაკრონი ზელენსკი
უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ზელენსკი საფრანგეთში ჩავა

ელისეის სასახლის ინფორმაციით, ხვალ, 26 მარტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავა. ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. "სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზ...

რუსეთ-უკრაინის ომი 14:00