ყაველაშვილის მრჩეველი: „ოცნებაში“ არის მზაობა, რომ აშშ-ის დამოკიდებულებები შეიძლება არ შეიცვალოს

პოლიტიკა 3 აპრილი 9:33

ყაველაშვილის მრჩეველი

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლის, ლუკა ეხვაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკა მიუთითებს, რომ მათ მაინცდამაინც მოლოდინი აღარ აქვთ მათდამი აშშ-ის პოლიტიკის შეცვლის.

ლუკა ეხვაია მიხეილ ყაველაშვილის მრჩეველი არის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. ის სტუმრად იმყოფებოდა „42-ე პარალელის“ პოდკასტში, სადაც აშშ-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელსაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დაეძაბა რუსული კანონის მიღების გამო, რაც აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასა და ქართველი მაღალჩინოსნების, მათ შორის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაშიც გამოიხატა, ირწმუნებოდა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთანავე ყველაფერი შეიცვლებოდა.

თუმცა ლუკა ეხვაიას თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომლის მიხედვითაც აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზების თარიღი შეიცვალა და იმაზე გახდა დამოკიდებული, დაამარცხებს თუ არა ტრამპი „დიფ სტეიტს“, მიუთითებს, რომ სახელისუფლებო პარტიას მაინცდამაინც ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

„მე მგონია, რომ „ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არ არის ის, რომ მაინცდამაინც ოპტიმისტური და იდეალისტური მოლოდინები შეიქმნას და ფსონი გაკეთდეს ტრამპის [ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სთან ურთიერთობების გამოსწორებაზე]. აქ მაინც მოზომილი რიტორიკაა, ბოლო პერიოდში ეს განსაკუთრებით შეინიშნება, რომ „აი, „დიფ სტეიტს“ თუ დაამარცხებს [ტრამპი]…“, მაგრამ არ უჩანს ასეთი პირი, რომ „დიფ სტეიტი“ მარცხდება, შესაბამისად, ეს [აშშ-ის] პოლიტიკა არ გადაიხედება

ეს რიტორიკა იმაზე მიუთითებს, რომ მზაობა, სავარაუდოდ, იმისთვის უკვე არსებობს, რომ მაინცდამაინც [აშშ-ის] დამოკიდებულებები შეიძლება არ შეიცვალოს, არ გადაიხედოს და შენ უნდა ადაპტირდე ამ რეალობასთან“, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

„42-ე პარალელის“ პოდკასტის 2 აპრილს გამოქვეყნდა. დღეს, 3 აპრილს, დილიდან პრო-სამთავრობო მედიები ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული სპიკერის, ზაზა შათირიშვილის ვრცელ წერილებს, სადაც ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ სინამდვილეში ტრამპის ადმინისტრაციასაც “დიპ სტეიტი” და “გლობალური ომის პარტია” აკონტროლებს.

ამ წერილის გავრცელება დროში ემთხვევა “ქართული ოცნების” შესახებ ვაშინგტონში გაკეთებულ პირველ შეფასებასა და კრიტიკას, რომელიც ივანიშვილის გუნდმა “განგრძობითი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა” და “მოწინააღმდეგეების დაჭერისა” და “დაცენზურების” გამო დაიმსახურა.

“ქართული ოცნება“ არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს – როგორც კი „დიფ სთეითის“ რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითის“ ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს”, – წერს შათირიშვილი.

“გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ “დიფ სთეითი” გლობალური ომის პარტიის “არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტი“ იყო ანუ ეს ორი სხვადასხვა “ორგანიზაციაა”. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, Deep State იგივე გლობალური ომის პარტიაა.

„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.

სინამდვილეში, ყველას ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

ზოგადად „დიფ სთეითით“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თემურ-ხვიბლიანი
"საქართველოში ადამიანი რომ ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და 9 აპრილი არა გარე ძალებმა, არამედ საბჭოთა რუსეთმა მოაწყო იმ ადამიანების არ მწაამს" - ოფიცერი თემურ ხვიბლიანი

"გადის წლები და 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე რუსთაველის გამზირს აქტუალურობა არ დაუკარგია, აგერ მესამე თაობა წამოგვეწია და ისევ და ისევ რუსთაველის გამზირი. დღეს საქართველოში ადამიანი რომ ვერ ბედავს იმი...

სოცმედია 13 წუთის წინ

 ლიეტუვის საგარეო
"ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს... ქართველი ხალხის გვერდით ვართ, რომლებიც ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ" - ლიეტუვის საგარეო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს. "საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად ვიხსენებთ 1989 წლის...

პოლიტიკა 23 წუთის წინ

ჩიქოვანი
9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებაში რუსეთს არც "ოცნების" თავდაცვის მინისტრი ახსენებს

9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ახსენებს. ჩიქოვანი 9 აპრილის გმირებს "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად" მოიხსენიებს. მანამდე განცხადება გაავ...

პოლიტიკა 25 წუთის წინ

გიგი უგულავა
„მამონა- ივანიშვილი 9 აპრილის ჯალათს, ქართველთა სისხლით გაუმაძღარ გენერალ ლებედს უხვად აფინანსებდა და მხარს უჭერდა რუსეთში“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა: განა რა გასაკვირია ორჯონიკიძის მოდგმის კოლაბორანტი ხელისუფლება ოკუპანტის ხსენებას რომ ვერ ბედავს!?მათი ღვთაება მამონა- ივანიშვილი 9 აპრილის ჯალათს, ქართველთა სისხლით გაუმაძღარ გენერალ ლე...

სოცმედია 44 წუთის წინ

ზურაბიშვილი  1
„სირცხვილი თქვენ - საქსრთველოს ე.წ. მთავრობა: რუსები იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმაწყალო დარბევის დღეა!9 აპრილი საქართველოს მშვიდობიანი ბრძოლის გამარჯვების დღეა!მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი დ...

პოლიტიკა 50 წუთის წინ

 ქოცი
„მაიმუნების შემოსევა რუსთაველზე. კრებსითი ქოცის სახეა ეს“

ვიკა ბუკია: მაიმუნების შემოსევა რუსთაველზე. კრებსითი ქოცის სახეა ეს. მთელი ღამე სანთლებით ხელში ლოცულობდნენ მოქალაქეები წამებულთა სულებისთვის, გათენდა და აი, ეს სიმახინჯე მოვიდა და შეგვახსენა, რომ ასე...

სოცმედია 54 წუთის წინ