9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებაში რუსეთს არც "ოცნების" თავდაცვის მინისტრი ახსენებს

პოლიტიკა 9 აპრილი 8:20

ჩიქოვანი

9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არც თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ახსენებს. ჩიქოვანი 9 აპრილის გმირებს "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად" მოიხსენიებს.

მანამდე განცხადება გაავრცელა ირაკლი კობახიძემაც - ივანიშვილის პრემიერი 9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს.

ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე.

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია.

დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

ამ დღეს ხალხმა რეფერენდუმზე გამოხატა ჩვენი ერის ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ჩვენი სახელოვანი წინაპრების, დაღუპული გმირების ბრძოლისა და თავდადების შედეგი"- წერს ჩიქოვანი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...

საზოგადოება 13:57

აქცია ივანიშვილის სასახლესთან
ვიდეო: აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...

პოლიტიკა 12:42

ავარია
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...

შემთხვევა 12:40

რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი
რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...

პოლიტიკა 12:38

მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 12:24

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 12:19