1741806455
"ხარება" ისევ კლინიკაში გადაიყვანეს
რუსეთ-უკრაინის ომი • 14 მარტი 10:07
მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა - გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდეს ნატო-ს.
„რუსეთი თუთიყუშივით იმეორებს ერთსა და იმავე რიტორიკას უკრაინის ომის ძირეული მიზეზების შესახებ და აცხადებს, რომ ისინი უნდა აღმოიფხვრას. მათი სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა - გაანადგურონ უკრაინის სუვერენიტეტი და შემდეგ დაუპირისპირდნენ ნატო-ს. რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი? ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ცარიელ ლოზუნგებზე დაყრდნობა, როგორიცაა, მაგალითად „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ და სანაცვლოდ დავისახოთ მკაფიო მიზანი: დავეხმაროთ უკრაინას გადარჩენაში და გამარჯვებაში. მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება აღმოფხვრის ევროპაში დიდი ომის ნამდვილ ძირეულ მიზეზს და პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“, - წერს მიხელსონი.შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა თანახმაა, ცეცხლის დროებით, 30-დღიან შეწყვეტას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ „კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება“.
გია ჯაფარიძე: ორი განსხვავებული განცხადება დადო ქართულმა მხარემ და აშშ საელჩომ. ქართულმა მხარემ აქაც დასწრებაზე თამაში გადაწყვიტა. თუმცა, მგონია, რომ ფოცხს ფეხი დააბიჯა.აშშ საელჩოს დიპლომატიური და თან...
სოცმედია • 14 მარტი 14:25
აშშ-ში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი: ტრამპის ადმინისტრაცოას აწვს ასეთი მიდგომა:გთავაზობს თამაშის წესს!არჩევანი შენზეა!მერე შენს თავს დააბრალე!ძალიანაც ნუ აჟიტირდით, ბოჭორიშვილი ამერიკი...
სოცმედია • 14 მარტი 14:15
აშშ-ის საელჩო საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბ...
პოლიტიკა • 14 მარტი 13:50
მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მარ...
პოლიტიკა • 14 მარტი 13:31
ივანიშვილის წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა."შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტ...
პოლიტიკა • 14 მარტი 13:22
გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის თქმით, ჩიკვაიძე შიმშილობის შედეგად ცუდად იყო. როგორც პაპიაშვილის სოციალურ ქსელში წერს, ჩიკვაიძეს სიარული უჭირს, აქვს მაღალი წნევა, ასევე შაქარი აქ...
პოლიტიკა • 14 მარტი 13:14
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა