NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა - რუტემ და ზელენსკიმ ოდესის საავადმყოფოში ჯარისკაცები მოინახულეს

ნატოს გენმდოვანი უკრაინ

 ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა. მარკ რუტე და ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გადიან.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დაცვისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მამაცობისთვის ორდენებით დააჯილდოვა.  „უკრაინის წინაშე სამხედრო სამსახურისთვის“ დაჯილდოვნენ ექიმებიც.

 

„თქვენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. მადლობა ყველა სიცოცხლის გადარჩენისთვის. გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს. თქვენი ყოველი წუთისთვის, ყოველი ოპერაციისთვის, ომის დაწყებიდან გატარებული მთელი დროისთვის, უკრაინა მადლიერია თქვენი“, - მიმართა ზელენსკიმ ექიმებს.
უკრაინელი ექიმების გამბედაობაზე ისაუბრა მარკ რუტემაც:

"თქვენ ამ ყველაფერს დღეებს, კვირებს, წლებს უთმობთ. და ჩვენ ამას ვხედავთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. და სწორედ ეს არის განსხვავება უკრაინასა და რუსეთს შორის. ეს არის განსხვავება დიქტატურასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზარქუა ზუგდიდშია
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას უჩივლა

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. კიდევ ერთი ზუგდიდელი აქტივისტის, კერენ ესებუას ცნობით, პოლიციიდან მასაც დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმეა აღ...

პოლიტიკა 1747825185

დომოდედოვო
დრონებით თავდასხმის საფრთხე - დახურულია მოსკოვის 3 აეროპორტი

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747825005

ტყემალაძე
თბილისის ვიცე-მერის პოსტს გიორგი ტყემალაძე დაიკავებს

თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.   ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და გი...

პოლიტიკა 1747824514

გიორგი თარგამაძე რუხაძე
„ბადრი ჩემგან ჩუმად აძლევდა თავის ფულს, ცალკე ფულს, მე რომ არ გამეგო. გიორგი იყო საკმაოდ ძლევამოსილი ადამიანი“ - ირაკლი რუხაძე თარგამაძეზე

ბადრი [პატარკაციშვილი] სულ „იმედთან“ იჯდა. რომ ველაპარაკებოდი „ბორჯომზე“, რაღაც სხვა საქმეებზე, ორი ტელევიზორი ჰქონდა – ერთში „რუსთავი 2“ იყო ჩართული, მეორეში „იმედი“. უცებ გაგაჩერებდა, წავიდოდა, ახლო...

პოლიტიკა 1747824233

ქართული ოცნება
მტრული გარემო სამსახურში, მუქარა და შეურაცხყოფა - როგორ იქცა „ოცნების“ ე.წ. რეფორმა საჯარო უწყებებში პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად

 "საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“ - როგორ იქცა ე.წ. რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად - ანგარიშს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" აქვეყნებს და პოლიტიკური ნიშნით, განსხვ...

პოლიტიკა 1747823981

ირაკლი რუხაძე
„იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრი პატარკაციშვილმა“ – ირაკლი რუხაძე

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმ...

პოლიტიკა 1747823405