რუსეთ-უკრაინის ომი • 1741858172
ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერს, რომ რუსეთმა მოამზადა სამშვიდობო პირობების დოკუმენტი, რომლის მიზანია მოლაპარაკებებში აშშ-ს როლის შესუსტება, ტრამპის ადმინისტრაციასა და სხვა ქვეყნებს შორის ვითარების გაუარესება და უკრაინული სახელმწიფოს დაშლა.
როგორც WP წერს, დოკუმენტი დაწერილია თებერვალში, მოსკოვში დაფუძნებული გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის მიერ, რომელსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ).
ტექსტი ომის დასრულების რუსეთისთვის მომგებიან და მაქსიმალისტურ პირობებს ითვალისწინებს. ნათქვამია, რომ დონალ ტრამპის მიერ ომის 100 დღეში დასრულების წინადადება არარელურია და საბრძოლო მოქმედებები 2026 წლამდე ვერ დასრულდება.
ამას გარდა, დოკუმენტი ეწინააღმდეგება უკრაინაში უცხოელი სამშვიდობოების კონტინგენტის ჩაყენებას და მოითხოვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი აღიარონ.
მოთხოვნილია ბუფერული ზონის შექმნა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან, ასევე ყირიმის მიმდებარედ დემილიტარიზებული ზონის შექმნა.
დამატებით, დოკუმენტში საუბარია უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების "სრული დაშლის აუცილებლობაზე".
დოკუმენტთან დაკავშირებით მედია წერს, რომ ის ევროპული დაზვერვის სამსახურებმა მოიპოვეს და მას WP-ც გაეცნო.
WP-ს ცნობით, რუსმა აკადემიკოსმა, რომელიც რუს დიპლომატებთანაა დაახლოებული, თქვა, რომ დოკუმენტის შინაარსი მოსკოვის "ფართო კონსესუსს" ასახავს, თუმცა დაამატა, რომ არასდროსაა ნათელი, რამდენად ითვალისწინებს კრემლი მათთვის მომზადებულ დოკუმენტებს. მისივე თქმით, რუსეთში არის ორი ჯგუფი, რომლებიდანაც ერთს ხისტი პოზიცია აქვს და ომის გაგრძელებას ითხოვს, მეორე კი მხარს უჭერს კონფლიქტის მოკლე ვადაში მოგვარებასა და სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტას.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი პირველ რიგში აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ვაშინგტონში ალექსანდრ დარჩიევის ელჩად დანიშვნის იდეას უჭერს მხარს.
ასევე არის პირობა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე არ განათავსებს "ორეშნიკის" ტიპის კონტინენტთაშორის რაკეტებს, თუ აშშ ევროპაში ახალ სისტემებს არ განალაგებს.
ასევე ერთ-ერთ შესაძლებლობადაა განხილული აშშ-ს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების შეიარაღების შეჩერებაც, თუ ვაშინგტონი კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს. აქვე ხაზგასმულია, რომ მისკოვის მოკავშირეებისთვის შეიარაღების შეწყვეტა "რთულად განსახორციელებელი" იქნება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტს არ აღიარებენ, ომის განახლების შესაძლებლობა იარსებებს, "მაგალითად აშშ-ში ადმინისტრაციის ცვლილებების შემდეგ".
დოკუმენტი ასევე გამორიცხავს უკრაინის NATO-სკენ სწრაფვას და ნათქვამია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლებშიც მონაწილეობას პრორუსული პარტიებიც მიიღებენ. "რეალურად, კიევის ამჟამინდელი რეჟიმის შიგნიდან ცვლილება შეუძლებელია, საჭიროა მისი სრულად დანგრევა".
გამორიცხულია სამშვიდობოების ჩაყენება, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კიევის იარაღით მომარაგება და უკრაინის 1-მილიონიანი არმიის შენარჩუნება.
ასევე დოკუმენტში დამცირებულია სანქციების როლი და ეჭვქვეშაა დაყენებული შეთანხმების ფარგლებში მათი ნაწილობრივი მოხსნა. ნათქვამია: "არაა ცხადი, 4ა იქნება სარგებელი რუსეთისთვის... ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ფაქტორის მნიშვნელობა აშკარად გადაჭარბებულია".
პოლონეთი 27 წლის ქართველი ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაკავებული ტექნიკის მაღაზიის ქურდობაშია ეჭვმიტანილი. ქართველი პოლონეთში არალეგალურად იმყოფებოდა, მას ქვეყნიდან დეპორტაც...
კრიმინალი • 1742047630
გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრუ...
საზოგადოება • 1742047324
ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ორგანიზებით, მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „კოლორექტული კიბო - შესაძლებელია პრევ...
ჯანმრთელობა • 1742047239
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: ჩემი, ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით.ქურდი ჯანგველაძე , რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარია და ქურდების ამ ნაწილს ეძახიან “ქართველ ქურდებს” დაპირისპირებული იყო “ქურთი ქ...
სოცმედია • 1742046210
ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას და ქვეყნების შესაძლო ჩამონათვალს The New York Times ავრცელებს. წინასწარ ჩამონათვალში, რ...
მსოფლიო • 1742045769
"კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკის თქმით, დონეცკის ოლქისა და ფრონტის ხაზის სხვა ზონებში უკრაინის პოზიცი...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742044073
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი