მწერალთა სახლმა გიორგი კალანდიას სიტყვით გამოსვლისთვის ბიუჯეტიდან 2252 ლარი გადაუხადა

კალანდია გიორგი

ლონდონში გამართულ საქართველოს მწერალთა სახლის ღონისძიებაზე, რომელსაც ქართველმა ხელოვანებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, სიტყვით გამოსვლისთვის, გიორგი კალანდიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2252 ლარი გადაუხადეს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ მწერალთა სახლმა, კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გააფორმა კონტრაქტი, როგორც ფიზიკურ პირთან და ლონდონში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისთვის ჰონორარი 2252 ლარი ჩაურიცხა.

ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული არ არის, ვინ დაფარა გიორგი კალანდიას ლონდონში ფრენის და ცხოვრების ხარჯები.

ცნობისთვის, 11 მარტს ლონდონში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღონისძიებების პარალელურად საპროტესტო აქციაც გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ რეჟიმის წარმომადგენლებს ემიგრანტები სინდისის პატიმრების და სპეცრაზმის მიერ ნაწამები ხალხის ფოტოებით დახვდნენ და ღონსიძიებაზე შეძახილებით შეაცილს.

 

ამასთან, ბრიტანელმა ქართველოლოგმა რეიფილდმა მწერალთა სახლის ჯილდოს მიღებაზე უარი თქვა.

„მე უაღრესად დამწუხრებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება და ვერ მივიღებ ვერანაირ საჩუქარს, რომელიც რაიმენაირად ასოცირდება მმართველ პარტიასთან, რომელიც ამყოფებს საქართველოს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლა არის“- აღნიშნა 83 წლის ბრიტანელმა ისტორიკოსმა, რომელიც  რუსული და ქართული ლიტერატურათმცოდნეა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177