რატომ არის კარგი ველოსიპედით სეირნობა ჯანმრთელობისთვის

საზოგადოება 4/6/2024 • 7:34

ველოდისიპედი

ველოსიპედი ზოგიერთი ადამიანისთვის გადაადგილების საშუალებაა, ზოგისთვის განტვირთვის წყარო ან ჰობი, თუმცა, მთავარი სარგებელი რაც ველოსიპედს ადამიანისთვის მოაქვს, ჯანმრთელობაა.

ველოსიპედით მარტივად შეიძლება ჩაანაცვლო სპორტდარბაზი, რადგან პედლების ტრიალი საუკეთესო ვარჯიშია.

რა დადებითი ეფექტი აქვს ველოსიპედს ჯანმრთელობისთვის

 

●  რეგულარულად, ველოსიპედით სიარული ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის გულის შეტევისა და ინსულტის განვითარებას

●  აძლიერებს გულს, ფილტვებსა და სისხლძარღვებს

● აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას

● აძლიერებს კუნთებს, მათ შორის ფეხებს, დუნდულებს, მკლავებს და მოჰყავს ტონუსში

● ზრდის მოქნილობას და კოორდინაციას

● ეფექტურად წვავს კალორიებს და ამცირებს ცხიმს

● ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და ამცირებს სიმსუქნის რისკს

● იდეალურია, სახსრების პრობლემების ან ართრიტის მქონე ადამიანებისთვის

● აუმჯობესებს საერთო რესპირატორულ ფუნქციებს და ამცირებს ასთმის წარმოქმნის რისკს

●  ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას და ახდენს დიაბეტის პრევენციას

ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, მათ შორის, ველოსიპედის ტარება ჩვენს ორგანიზმში ათავისუფლებს ენდორფინებს, ამცირებს სტრესს და შფოთვას, ხელს უწყობს დასვენებას და აუმჯობესებს განწყობას.

 

ველოსიპედით სეირნობას შეუძლია დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ ბრძოლა. უზრუნველყოფს მიღწევის განცდას და ამაღლებს თვითშეფასებას

● 

 

ხელს უწყობს გარემოსთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას

● 

 

აძლიერებს ტვინის მუშაობას და კოგნიტურ უნარებს

როგორც ხედავ, ველოსიპედს ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტი დადებითი ეფექტი აქვს, ვიდრე წარმოიდგენდი. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუ ველოსიპედით გადაადგილება ყოველდღიური ცხოვრების რუტინა გახდებოდა. ამით ეკოლოგიურ მდგრადობასაც შევუწყობდით ხელს და ტრანსპორტირების ხარჯებიც მნიშვნელოვნად დაგვეზოგებოდა. მაგრამ, ყოველდღე, სულ რაღაც, 40 წუთით ველოსიპედით სეირნობითაც კი ჩვენს ჯანმრთელობას გავაძლიერებთ.

ველოსიპედის ტარებისას დაიცავი უსაფრთხოების წესები:

● ატარე ჩაფხუტი

● რეგულარულად შეამოწმე მუხრუჭები, საბურავები და გადაცემათა კოლოფი

● გახსოვდესსაგზაო მოძრაობის წესები

● არ დაგავიწყდეს წყლის ტარება

● თუ დამწყები ხარ, დაიწყე სეირნობა რამდენიმე წუთით და შემდეგ, მოუმატე ინტენსივობას

გახსოვდეს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ველოსიპედი ზუსტად უნდა იყოს მორგებული სხეულზე, ამიტომ შეარჩიე ველოსიპედი შენი სხეულის პარამეტრების გათვალისწინებით. შეგიძლია გადახედო სპეციალურ ცხრილებს, რომლის მიხედვითაც გაიგებ, რა ზომის ველოსიპედი გჭირდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
„მე ვცხოვრობდი საქართველოში 2008 წელს და მე ვნახე რა გაუკეთეს მათ ჩემს ხალხს. ასე რომ, რუსები საშიში ხალხია და მე ვფიქრობ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება“ - ილია თოფურია

"რაც მე ვიცი ჩემი ისტორიიდან, ჩემი ცხოვრებიდან, არის ის, რომ ისინი, რუსები არიან ... პუტინი, მოდი ვისაუბროთ პოლიტიკოსებზე, რომლებიც მართავენ რუსეთს, იმიტომ, რომ ხალხის წინააღმდეგი არავინაა, მე ვსაუბრო...

საზოგადოება 11 აპრილი 19:43

ლუკაშენკო
„ქართულ პროდუქციას არც EU-ში იღებდნენ და არც ამერიკაში; სად წავიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან, (და) რუსეთში“ - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ისევ საქართველოზე ლაპარაკობს და იმედს გამოთქვამს, რომ "კიევი თბილისს მიბაძავს": "საქართველო - შეხედეთ, რა მოხდა. ისინი უკვე, როგორც დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, რომ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:31

ნინო წოლოსანი ხაბეიშვილი
“უწყინარი” ნაძირალა ქალი… მამაშენის შვილი, კორუმპირებული, ქურდი, წუწკი რას გაიგებ…” – ლევან ხაბეიშვილი წილოსანს

პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ნინო წილოსანს პასუხობს, აქვეყნებს თავის ფოტოს და წერს: “უწყინარი” ნაძირალა ქალი    ვერ გაიგო თურმე ხარებას, მილერის და მისნაირი ნაბი&&&ების დასანქცირება … ასობით ადამიანი...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:28

ლოგო
საქართველოსთან დაკავშირებით 37 სახელმწიფო ეუთოს მიმართავს

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.   ეუთოს წევრი ქვეყნების ერთ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:25

 ანწუხელიძე წულუკიანი
„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - თეა წულუკიანი ანწუხელიძეზე

„უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - ასეთი შეაფასა თეა წულუკიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გიორგი ანწუხელიძის გმირობა. "მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მ...

პოლიტიკა 11 აპრილი 19:23

კობერიზე გრიგალაშვილი ჩელე
ვიდეო: რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა 

რა დაემართა „გირჩს“ და სად მიდის ოპოზიციის გზა   

პოლიტიკა 11 აპრილი 19:20