„ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია... ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ“ - პუტინის პატიმარი რუსი ჟურნალისტის სკანდალური წერილი
მსოფლიო • 1742966426
ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე რუსი დაპატიმრებული ჟურნალისტის წერილიდან ნაწილს აქვეყენბს:
დღეს მინდა შემოგთავაზოთ რუსი ჟურნალისტის, მარია პონომორენკოს ბოლო სიტყვის პატარა ნაწილი სასამრთლოს სხდომაზე. მარიას 6 წელი მიუსაჯეს მარიუპოლის თეატრის დაბომბვაზე სტატუსის გამო. ახლა კი, შესაძლოა ორი წელი დაუმატონ ვითომდა ციხის თანამშრომელზე თავდასხმის მუხლით. მარიამ ციხეში ვენები გადაიჭრა თუმცა გადარჩა: “ჩვენ მეფე გვყავს, რომლის მოშორებაც შეუძლებელია. ამბობენ, მეფე კარგია, “ბოიარები”– ცუდი, მაგრამ მეფეს ყველაფერი შეუძლია, მას ყველას გაშვება შეუძლია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში ავადმყოფი ბავშვები ქუჩაში მათხოვრობენ?
ჩამპალი ევროპა – ამას 90-იანი წლებიდან ვისმენ, მაგრამ რასაც რეალურად ვხედავ, ისაა, როგორ ვიხრწნებით ჩვენ. კოლონიების თანამშრომლები კბილებით ებღაუჭებიან უკანონობას, ამ ჭაობს, ამით ამაყობენ.
მე არსად მინახავს იმდენი ძალადობა, რამდენიც სასჯელაღსრულების სისტემაში ვნახე… ყველაზე საშინელი რამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ხდება. თასმების გამორთმევა დაიწყეს (რა სისულელეა, თუ მოვინდომებ, კოლგოტებითაც კი ჩამოვიხრჩობ თავს). იატაკზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. ფსიქიატრები გამოიძახეს, მაგრამ ჩემთან საუბარი არც კი უცდიათ. ვიჯექი, ვტიროდი. უცებ შემოვარდნენ უზარმაზარი მამაკაცები, მაგიდაზე გულდაღმა დამაგდეს, ისე რომ ენა მოვიჭამე და სისხლი წამომივიდა. ხელები ამომიგრიხეს და ისე ძლიერად შემიკრეს, რომ ხელზე დღემდე ნაიარევი მაქვს. წავბორძიკდი, მუცელში ჩამარტყეს, ფეხი ჩამცხეს, კედელს მიმანარცხეს. ისინი ფსიქიატრიული სასწრაფოს სანიტრები იყვნენ. მანქანაში შემაგდეს, შემთხვევით საკაცეზე ფეხი დამედგა, ამის გამო საშინელი გინება მოვისმინე. მერე სკამზე დამაგდეს და ზემოდან დამაჯდნენ. მაგრამ მე კლაუსტროფობია მაქვს… გარკვეული დროის შემდეგ გონება დავკარგე.
ეს ყველაფერი ბიისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხდა. იქ მოხუცებსაც კი სცემენ.
ეს ჩვენ, რუსები, ასე ვიქცევით…
"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...
საზოგადოება • 1776401796
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...
პოლიტიკა • 1776399699
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...
პოლიტიკა • 1776398675
„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...
პოლიტიკა • 1776398624
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა. ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...
პოლიტიკა • 1776398354
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...
პოლიტიკა • 1776398301












