საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესის უვადო მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა

საზოგადოება 3 აპრილი 13:39

რევაზ ნადარაია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, რევაზ ნადარაია დაინიშნა. გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიიღო.

რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ხვიჩა კიკილაშვილის ადგილი დაიკავა.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გ ქვეპუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 73 მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი რევაზ ნადარაია". - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 2021 წლის 12 ივლისს პარლამენტმა რევაზ ნადარაია, 5 მოსამართლესთან ერთად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშნა. მაშინ, უზენაესი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას აშშ-დან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ფიშერი
"გერმანიის და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრულად განწყობილი უცხო ძალები" - პიტერ ფიშერი

"პატივი მივაგე 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველზე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის დემონსტრაციის დროს საბჭოთა არმიის მიერ მოკლული ქართველების ხსოვნას. აღმოსავლეთ გერმანიაში ხალხმა პროტესტი გამოთქვა იმავე მ...

პოლიტიკა 5 წუთის წინ

მამა ილია ჯინჯოლავა
„ეს სისტემა თავისუფლების სულისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“ - მამა ილია

სისტემა მახინჯია არა მხოლოდ თავისი სტრუქტურით, არამედ, უპირველესად, შინაგანი ბუნებით. იგი მაამებლურია, ფუჭი გარეგნულობითაა მოცული და არ მალავს თავის ნამდვილ, ღია რუსულ ხასიათს - მტრულს, დამონებისმოყვა...

სოცმედია 8 წუთის წინ

გერმანიის ელჩი
„1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ თბილისში პარლამენტის წინ ძალადობრივად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრაცია“ - გერმანიის ელჩი

1989 წლის 9 აპრილის მსხვერპლთა და დაშავებულთათვის პატივის მისაგებად გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა დღეს პარლამენტის წინ გვირგვინი მიიტანა - ფოტოს გერმანიის საელჩო ავრცელებს და წერს: "მაშინ ქართველები ს...

პოლიტიკა 15 წუთის წინ

გახარია საქართველოსთის
„მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა, "ოცნებამ" ამაზე პასუხი უნდა აგოს“ - გახარიას გუნდი

შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ირაკლი კობახიძის განცხადებას. საგანგებო განცხადებაში გახარიას გუნდის პირდაპირ წერ...

პოლიტიკა 46 წუთის წინ

მშვილდაძე კობახიძე
„შენ შეგ@ა უცხოურმა ძალამ, ირაკლი“ - მიშა მშვილდაძე

მიშა მშვილდაძე: შენ შეგცა უცხოურმა ძალამ, ირაკლი  

სოცმედია 12:11

ფოფხაძე
„მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია. არც ასეთი ხელისუფლებისთვის მიბძოლია და არც ასეთი ოპოზიციისთვის“ - გიორგი ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე: მე ასეთი ქვეყნისთვის არ მიბრძოლია. არც ასეთი ხელისუფლებისთვის მიბძოლია და არც ასეთი ოპოზიციისთვის...დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

სოცმედია 12:07