ჯასტინ ტიმბერლეიკი საქართველოში კონცერტს გამართავს
შოუბიზნესი • 1743757181
უკუთვლა დაიწყო! მსოფლიო სუპერვარსკვლავი Justin Timberlake, Starring Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი კონცერტს 23 ივლისს „დინამო არენაზე“ გამართავს.
Justin Timberlake მრავალმხრივი შემსრულებელი, მუსიკოსი, პროდიუსერი, კომპოზიტორი და მსახიობია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდულია მისი 54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი. არტისტის კარიერა 30 წლის წინ ცნობილი ბოიბენდის, *NSYNC-ის სოლისტად დაიწყო. ამ ბენდთან ერთად, მან 70 მილიონი ჩანაწერი გაყიდა.
Justin Timberlake- ს პოპ, დენს და R&B ჟანრებში GRAMMY-ს 10 ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, წარმატებული სოლო ალბომებისთვის — „Man of the Woods“, „The 20/20 Experience“, „FutureSex/LoveSounds“ და მისი სადებიუტო სოლო ალბომისთვის — „Justified“. გარდა ამისა, ჯეი-ზისთან კოლაბორაციით, არტისტმა მსოფლიოში 23 მილიარდზე მეტი აუდიო და ვიდეო სტრიმი მოიპოვა; ასევე, მიიღო Emmy-ის 4 ჯილდო საღამოს მუსიკალურ-იუმორისტულ შოუ „Saturday Night Live-ში“ მისი დასამახსოვრებელი გამოსვლებისთვის.
Justin Timberlake- ს გახმოვანებული აქვს „DreamWorks-ის“ ანიმაციური მიუზიკლი „TROLLS-ს“. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა „Can’t Stop the Feeling!” 2017 წელს გამოსული „Trolls Holiday-იდან“, „ოსკარზე“ წლის „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში იყო წარდგენილი.
არტისტმა ახლახან გამოუშვა მეექვსე სტუდიური ალბომი „Everything I Thought It Was“, რომელიც 18 ახალ სიმღერას შეიცავს, მათ შორის, ჰიტ-სინგლებს: „Selfish” და „No Angels“.
23 ივლისს „დინამო არენაზე“ შეკრებილ ათიათასობით მელომანს შესაძლებლობა ექნება, მოუსმინონ საყვარელ ჰიტებს და ამასთანავე, უახლესი ალბომის სინგლებს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 8 პარილს, 12:00 საათზე TKT.ge/JustinTimberlake-ზე. ტრადიციისამებრ, „Starring Georgia-ს“ მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს, Starring Card-ის მფლობელებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლოთ Pre Sale-ით და ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები 1 დღით ადრე შეიძინონ. წინასწარი გაყიდვა 7 აპრილს, 12:00 საათზე TKT.ge-ზე დაიწყება.
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება — ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეორგოლს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. უწყების ცნობით, ტიტულოვანმა ქარ...
სპორტი • 1788698182









