თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში

ბიზნესი & ეკონომიკა 14 აპრილი 12:04

თბს საელჩო

თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას.

 

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:

 

TBCxWIC - Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება.

 

TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ.

 

აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში  და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. 

 

„თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა  ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხიების მიმართულებებში" — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 3 წუთის წინ

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 8 წუთის წინ

ნანუაშვილი
"წმინდა რუსული პროპაგანდაა" - უჩა ნანუაშვილი ბრალდებებზე

ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ აუდიოჩანაწერი, რომლის საფუძველზეც პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურაში უჩივლა, სიმართლეს არ შეესაბამება. უჩა ნანუშვილის თქმით, საუბრის კონტექსტი სრული...

პოლიტიკა 10:27

ხვიჩია პაპაშვილი
ლაშა პაპაშვილი, რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა „ყვარლის ბაგაში“ ღია კარის დღეზე „გირჩის“ლიდერებს მასპინძლობს

„ქართული ოცნების“ მომხრე ბიზნესმენი, ლაშა პაპაშვილი, რომელიც ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა „ყვარლის ბაგაში“ ღია კარის დღეზე „გირჩის“ლიდერს იაგო ხვიჩიას და სანდრო რაქვიაშვილს მასპინძლობს

პოლიტიკა 10:15

ქოლცენტრი
ვიდეო: თაღლითური ქოლცენტრების საქმე - 14 აგენტი მუშაობას ისევ განაგრძობს

საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრი მუშაობას აგრძელებს. მოპოვებული ახალი დოკუმენტებით დგინდება, რომ ქართული ქოლცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიური იყო და, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს.   მტკი...

კრიმინალი 9:26

გერმანიის პოლიცია
გერმანიაში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გერმანიაში ორი პირი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მათგან ერთ-ერთს ბრალი ედება უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების საბოტაჟისთვის სხვადასხვა ობიექტებზე, მათ შორის, აშშ-ს სამხედრო დაწესებულებებზე...

მსოფლიო 9:11