„არ მოკვდე, გეხვეწები... ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი..." - თამო კეშელავას ემოციური ჩანახატი

სოცმედია 8/6/2023 • 19:45

თამო კეშელავა

„არ მოკვდე, გეხვეწები...

ჯერ ჩემში მეტი სიყვარული მაქვს შენთვის საპოვნელი...

არ მოკვდე, გთხოვ...

ვიცი, როგორ სახლს აგიშენებ, პატარას, ფერადს, აივნით, ბაღით, ეზოში ჰამაკით და ოთახში ბუხრით... ხომ ასეთ სახლზე ოცნებობ მთელი ცხოვრება...

არ უნდა მოკვდე...

ჯერ მე მეჩქარება, დილითაც მეჩქარება, შუადღითაც, ღამეც მეჩქარება და რომ დაღამდება, მაშინ ვიწყებ ფიქრს, რომ არავინ მელოდებოდა შენსავით, ალბათ, მაგრამ უკვე გძინავს... მომცემს ცხოვრება გაჩერების, უკან მოხედვის, გრძნობის, თქმის საშუალებას.

არ მოკვდე!

იქნება ემიგრაციაში მეც მომიწიოს წასვლა და ხომ უნდა დავბრუნდე, ხომ უნდა მელოდებოდე, რომ დავბრუნდე...

არ უნდა მოკვდე! 

წიგნი მაქვს ჯერ დასაწერი, იქნებ ვერც დავწერო ვერასოდეს, მაგრამ რომ დავწერო, ვის გაეხარდება შენსავით, ვინ იტირებს წაკითხვამდე, ვინ დაურეკავს მამიდაშვილის ბიძაშვილის ნათლულის მეზობელს ამის სათქმელად...

გეხვეწები, იცოცხლე, ბავშვობა ბავშვობაში მაქვს დასაბრუნებელი ჯერ, რომ გავიზარდო და პატიება ვისწავლო, საკუთარი თავის პატიება, რადგან საკუთარ თავს თუ აპატიებ, ყველას აპატიებ.

იცოცხლე, ბევრი იცოცხლე, მინდა ზოგი ოცნება მაინც აგიხდინო, რადგან ყველა იმსახურებს ცხოვრების ოცნებების ახდენას ზოგჯერ მაინც, ერთხელ მაინც.

არ მოკვდე, ჯერ გაზრდამდე ბევრი მიკლია, ჯერ ჩემი ოცნებები სახლის აშენებას და ბუხართან, პლედებში გახვეულთათვის ბლინების და გლიტვეინის მირთმევას ვერ სცდება, ჯერ ისიც არ ვიცი, რომელი ხელისგულით წვავენ ერბო კვერცხს და რატომ...

არ მოკვდე, გეხვეწები, მე ჯერ საკუთარ თავს ვერ დავეწიე, სულ სადღაც გარბის, უნდა დავეწიო, იმან იცის შენამდე მოსასვლელი გზა და დავეწევი, აუცილებლად დავეწევი და როცა დავეწევი, არ მინდა შენთან მოსასვლელი გზის სიმოკლემ დამახრჩოს.

გეხვეწები, არ მოკვდე, ჯერ ცხოვრება არც დაგვიწყია, ჯერ მხოლოდ ვარსებობთ, ვსუნთქავთ, ვცოცხლობთ, მზეს და წვიმას ამინდს ვეძახით, სადილიდან სადილამდე სადილის გაკეთებაზე ვფიქრობთ და მხოლოდ ოცნებებში ვართ ბედნიერნი, მხოლოდ ოცნებებში დავსდევთ პეპლებს და ვრწყავთ მზესუმზირებს.

ყველაფერს სწავლობენ ადამიანები, დაუჯერებელი რამეების სწავლა შეუძლიათ, ნებისმიერ ასაკში, და თუ მთვარეზე გაფრინდა ადამიანი, სიყვარულს როგორ ვერ ისწავლის, და თუ ადამიანს მეტი სიყვარული შეუძლია თავს ასწავლოს, მეც შევძლებ, როგორ ვერ შევძლებ, აუცილებლად შევძლებ, ისე რომ აღარაფრის ადგილი აღარ დარჩეს ჩემ გულში სიყყვარულის გარდა და გადაივსოს, თუნდაც მომკლას, ოღონდ გადაივსოს და სხვა არაფრის ადგილი დატოვოს - ოღონდაც, შენ არ მოკვდე!

2022 წ.“

- თამო კეშელავას ემოციური ჩანახატი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბრიტანეთის ელჩი
„ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა“ - ბრიტანეთის ელჩი საქართველოში

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს სამძ...

საზოგადოება 1 წუთის წინ

ნათია მეზვრიშვილი
„რითია დაკავებული სუსი: ამერიკიდან სტუმრად მყავს ჯგუფელი... გუდაურში შემხვდა არაფორმალი ზონდერი; მოდის პოსტვ და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა“ - ნათია მეზვრიშვილი

"რითია დაკავებული სუსი: ამერიკიდან სტუმრად მყავს უნივერსიტეტის ჯგუფელი. გუშინ ამოვედით გუდაურში. შემხვდა ერთ-ერთი არაფორმალი ზონდერი. ახლა ჩაბარგებული ვსხდებით მანქანაში და მოდის პოსტვ ბედნიერი სახით...

სოცმედია 3 წუთის წინ

პოლიტიკა
„გონივრული გადაწყვეტილებაა, ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები“ - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კაუმას ვიზიტის გაუქმებაზე

ძალიან გონივრული გადაწყვეტილება -  ასე აფასებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით: "ეუთოს პრეზიდე...

პოლიტიკა 5 წუთის წინ

პია კაუმა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო. პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს, რომ დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, ვიზიტი გადადოს. დისკუსიებისა და...

პოლიტიკა 8 წუთის წინ

გენპროკუორის მოადგილე
რატომ გადადგა - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პოსტი, დიდი ხნი...

პოლიტიკა 6:24

ხერხეულიძე
„ეს არის ჩემთვის 6 იანვარი -საქართველოს დამოუკიდებლობის მომპოვებელი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევების დღე და მას მერე სულ დამოუკიდებლობის ძიებაში მყოფი ქვეყნის უიღბლობის სათავე“ - ეკა ხერხეულიძის უმძიმესი მოგონება

ეკა ხერხეულიძე სოცქსელში წერს: მასირებული შეტევა 22 დეკემბერს დაიწყო.შენობის დატოვება არავის უფიქრია,მათ შორის,იმ მოქალაქეებს,ვინც საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა არჩეული ხელისუფლების დაცვას.იმდენად სწრა...

სოცმედია 6:19