„დღეს ივანიშვილის ბედი კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული... არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ“ – გოჩა მირცხულავა

სოცმედია 5 აპრილი 4:15

მირცხულავა ივანიშვილი კობახიძე

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა:

სრულიად სერიოზულად!რა ხდება თუ ერთ დღესაც ირაკლი კობახიძე იტყვის: “ბიძინა ივანიშვილი გადადგა”. გადადგა პირობითად – შეუძლია თქვას: დაკავებულია, გაძევებულია ქვეყნიდან, იმყოფება შინა პატიმრობაში.ამ ყველაფერს, დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ორი ადამიანის – ვახტანგ გომელაურისა და ანზორ ჩუბინიძის განეიტრალება სჭირდება.ივანიშვილის ძალაუფლება ამ დრომდე იდგა იმაზე, რომ ყველა მისი კაცი იყო. ახლა იმას ნუ დაიჯერებთ, რომ დღეს “ხელისუფლებაში” ყველა მისია. შესაძლოა, ივანიშვილი თავად ფიქრობს, რომ “ყველა” მისია და იმავეს ფიქრობს ბევრი მისი მხარდამჭერი თუ მოწინააღმდეგე, მაგრამ არ არის ასე…ახლა განვიხილოთ ეს მომენტიც… უდავოა, რომ ირაკლი კობახიძე გამორჩეულად ძლიერი ფიგურაა “ქართულ ოცნებაში”. იგი საკმაოდ კარგად ერკვევა პოლიტიკურ ინტრიგებშიც და თუ მის პოლიტიკურ კარიერას დავაკვირდებით, მრავალსვლიან კომბინაციებსაც კარგად თამაშობს.ვინც ბრმა არ არის, ისიც უნდა აღიაროს, რომ კობახიძე დღეს ერთპიროვნულად, საკუთარი კადრების მეშვეობით მართავს “ოცნების” ხელისუფლების სრულ ვერტიკალს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ “ოცნების” ელიტაში აღარ არსებობს შიდა კლანები – კობახიძემ შეძლო ამ ველის მოსუფთავებაც. უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილისთვის ეს თითქოს კომფორტული მდგომარეობაა, მაგრამ ის მუდამ მიჩვეული იყო პირადი ძალაუფლების შენარჩუნება-გამტკიცებას სწორედ კლანების შექმნის ხელშეწყობით, შემდეგ მათი დაპირისპირების პროვოცირებითა და მუდამ სასურველი შედეგის დაყენებით.დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ივანიშვილის ბედი ერთგვარად კობახიძის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.რატომ? ამ ძალაუფლების ფლობის პირობებში, სადამდე მოუნდება კობახიძეს ივანიშვილის “ფრთის ქვეშ” ყოფნა და რა მიზნით? მიზანი განსაზღვრავს ვადებსაც.თუ “ოცნებამ” – რეალურად კობახიძემ და მისმა სახელისუფლებო ვერტიკალმა მოსკოვის დირექტივები უნდა ასრულოს ივანიშვილის გავლით, ჟანრის ლოგიკაა, რა საჭიროა ივანიშვილი, როგორც შუა რგოლი?მოსკოვში იდიოტები კი არ სხედან, ვერ ხედავდნენ ვის აქვს პროცესი მხრებზე წამოკიდებული.ამიტომ…. ამიტომ… ამიტომ…არც შინ აქვს ივანიშვილს კარგად საქმე და არც გარეთ… ჰო, ქონების ექსპროპრიაციის თემაც არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი …

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„ბოდიში ჩვენი გმირების ოჯახებს... გახსოვდეთ, ვერანაირი განცხადება, თუ გამოძიება ვერ შეურაცხყოფს მათ სულებს, ისინი სულ დარჩებიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნათელ მხარეს, ესენი კი აუცილებლად აღმოჩნდებიან ნაგავში...“ - გაერთიანებული შტაბის ყოფილი მოადგილე

„გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, 42- ე ბატალიონის პ/შემადგენლობას, მე-4 ბრიგადის პ/შემადგენლობას, ყველა ქართველ ჯარისკაცს და მებრძოლს, 2008 წლის ომში დაღუპულ გმირების ოჯახებს... ნამდვილად მარაზმია ამ ჯალათი...

პოლიტიკა 37 წუთის წინ

ზაუტაშვილი ივანოვ-ჩიქოვანი
"მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო" - SJC

 "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვა...

პოლიტიკა 42 წუთის წინ

სუმი
რუსეთის სისხლიანი ბზობა - ოკუპანტებმა სუმიზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

13 აპრილის დილას რუსეთმა ქალაქ სუმის ცენტრზე რაკეტებით იერიში მიიტანა.   ქალაქი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, არტემ კობზარის თქმით, იერიშის შედეგად "ბევრი დაღუპულია".

რუსეთ-უკრაინის ომი 44 წუთის წინ

ხანძარი
ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ხანძარი გაჩნდა

ვაზისუბანში, მანქანის სახელოსნოებში ცეცხლი გაჩნდა. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა 50 წუთის წინ

გიორგი ანწუხელიძის ოჯახ
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახს ვაშინგტონში უმასპინძლეს

ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას დავით ხირგუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტოსამალას ურთავს.   ხორგუაშვილი წერს, რომ აეროპორტში გმირის ო...

პოლიტიკა 8:58

მერია
თბილისის მერიის განცხადება

გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.   შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ....

საზოგადოება 8:41