რა არის პარენტერალური კვება, რომელიც „ვივა მედმა“ მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა

პოლიტიკა 29/1/2023 • 12:46

სააკაშვილი სასამართლო

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ დღეს, კორონავირუსით ინფიცირებიდან მე-7 დღეს, მას ტემპერატურული რეაქცია აღენიშნებოდა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა საჭმლის მიუღებლობაა. ცნობილი ხდება, რომ დაპატრიმრებულ მესამე პრეზიდეტს კლინიკამ პარენტერალური კვება შესთავაზა, რაც საკვები ნივთიერებების ვენის გავლით მიწოდებას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია რა პასუხი აქვს ამ შეთავაზებაზე პაციენტ მიხეილ სააკაშვილს.

 

"დღეს იყო მე-7 დღე კოვიდის. კრიტიკული დღეები ხომ აქვს ამ კოვიდს, ამიტომ მეშვიდე დღე არის ესეთი. 38,4 გრადუსიც ჰქონდა და ხველება ძალიან ძლიერი... ცილები და რაღაც ეს არ არის მკურნალობა და კიდე გადაიტვირთოს, მით უმეტეს, რომ მაინცდამაინც ნდობა არ აქვს. რაც შეეხება რკინა და ასეთი რაღაცები რაც ძალიან დაქვეითებული იყო, ამას უსხამენ და ისხმას, არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს",- ამბობს გიული ალასანია. 
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო 2 დღეში  კრიტიკულად დამძიმდა. პირველად ერთი წლის განმავლობაში კლინიკა აღიარებს,რომ პროცესები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ამბობს: მოვუწოდებ გიული ალასანიას, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებაროს რეკომენდაციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი.

 

გიული ალასანია კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. "არ ჭამს კი არა - ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!". 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართ თუ ხვდებით და გკიდიათ, მოგიტ&ანთ რაშისტული სული“ - ზურა ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...

სოცმედია 29 მარტი 18:18

სოზარ სუბარი
ვიდეო: როგორ გადაიქცა სოზარ სუბარის ფარმაცევტი ცოლისძმა დეველოპერად

ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...

პოლიტიკა 29 მარტი 18:16

ნადიმ ხმალაძე
„მეც გამაშიშვლეს“ - ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!

სოცმედია 29 მარტი 17:04

ბაია პატარაია
,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას @@ღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები“ – ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...

სოცმედია 29 მარტი 16:58

მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით
მოსამართლე დამალული სკანდალური წარსულით - ჟურნალისტური გამოძიება

სინდისის პატიმრების მოსამართლის,  ირაკლი შვანგირაძის  სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...

პოლიტიკა 29 მარტი 16:55

გვარამია
„არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს” – გვარამია ხოშტარიას გათავისუფლებაზე

ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიას მოულოდნელ გათავისუფლებას ეხმურება: ,,ამ წუთას ელენე გამოუშვეს იზოლატორიდან. არც სასამართლო, არც რამე საფუძვლის მითითება. უბრალოდ, კარი გაუღეს და გადი აქედანო, უთხრეს”

პოლიტიკა 29 მარტი 16:49