ვიდეო - რა ქონებას ფლობს გრიგოლ ბესელია

პოლიტიკა 26 იანვარი 4:55

გრიგოლ ბესელია

"ნაჩუქარი" დოლარებით აშენებული ვილა ტაბახმელაში - რას მალავს ხალხის დევნაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსანი?

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ცხრა ნომერში, მდებარე ორ სართულიანი ტყუპი სახლებიდან ერთ-ერთი, პროევროპული დემონსტრაციების დარბევასა და ხალხის უკანონო დაკავებაში მხილებულ, აჭარის პოლიციის სკანდალში გახვეულ უფროსს გრიგოლ ბესელიას ეკუთვნის.

 

ეს მაშინ, როცა ბესელიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის უსახლკაროა, არ აქვს მანქანა და მისი 6800 ლარიანი ხელფასით, ყოფილი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინის სესხს იხდის.

 

"შაბათის ეთერმა" მიაგნო საბუთს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, სადაც, ორ სართულიანი სახლის მშენებლობის დამკვეთად გრიგოლ ბესელია ფიგურირებს, ამ დოკუმენტმა  კი გამომძიებელი ჟურნალისტები მისი მშობლების სახელზე რეგისტრირებულ ქონებამდე მიიყვანა.

 

ეს საინფორმაციო დაფა, ფარნავაზ მეფის ქუჩის ცხრა ნომერში დაგეგმილ მშენებლობაზე მიუთითებს. ფოტოსურათები 2021 წლის 25  აგვისტოთი თარიღდება.  ამ დროს მიწა ოფიციალური მონაცემებით, გრიგოლ ბესელიას ბიძაშვილის, გიორგი წეროძის საკუთრებაა,  თუმცა საინფორმაციო
 დაფაზე წერია, რომ  სახლის მშენებლობის დამკვეთი აჭარის პოლიციის შეფი გრიგოლ ბესელიაა. მიწის გამყიდველიც "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მოლაპარაკებები ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელთან ჰქონდა.

ორ სართულიანი თეთრი სახლი, შავი ალუმინის ვიტრაჟებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის პენსიონერი დედის სახელზეა გაფორმებული. ოფიციალური მონაცემებით, ბესელიას მშობლებს ბიზნესი არ აქვთ.  მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიაა.

 

საბოლოოდ, გრიგოლ ბესელიას მამამ,  პოლიციის პოლკოვნიკმა არ უარყო, რომ ამ ორ სართულიანი სახლის მფლობელი მისი ვაჟია, სახლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, მოწყობისთვის ფული გრიგოლ  ბესელიამაც ჩადო.

საჯარო მოხელე ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს არა მხოლოდ მისი ქონება, არამედ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც თუნდაც სხვისი სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ასაშენებლად ან მოსაპირკეთებლად გაწია, ასეთ ჩანაწერს ჩვენ გრიგოლ ბესელიას დეკლარაციაში ვერ მივაგენით. 
სამშენებლო, სარემონტო ან ავეჯის შესაძენად განკუთვნილი ხარჯების გრაფა ცარიელია. გრიგოლ  ბესელიას ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაჩალიკაშვილი
„ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს: ეხლა რასაც დავწერ ეს დანებებად და იმედის დაკარგვად არ ჩამთვალოთ.უბრალოდ პოზიცია უნდა შევცვალო, ქოცების ლანძღვა გინებას უნდა მოვეშვა.რაც შეხება წულუკიანის ფილმს ქვე...

სოცმედია 30 მარტი 18:23

გიორგი თარგამაძე
„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ“ - გიორგი თარგამაძე

„დღეს საღამოს საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით შევიტყვე, რომ ხვალ, 31 მარტს, ანუ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიბარებენ. 2008 წლის ომის ეროვნულ...

პოლიტიკა 30 მარტი 17:19

სააკაშვილი მიშა
ვიდეო: „ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს... ვიდეო 8-წუთიანია“

ჟურნალისტი ვახო სანაია: ესაა მიშას გამოსვლა 2008 წლის 7 აგვისტოს.იმედია, მოუსმენს ის ხალხიც, რომელსაც რუსი გოგა ხაინდრავას ,,ჰეროკრატიითა" და ათასი ნაგვით არწმუნებენ წლებია, საქართველომ დაიწყო ომიო.ვი...

პოლიტიკა 30 მარტი 17:14

ბურჭულაძე წულუკიანი
„დაიმახსოვრეთ“ - პაატა ბურჭულაძე ე.წ. წულუკიანის კომისიას

პაატა ბურჭულაძე სოცქსელში წერს: მივმართავ ე.წ.საპარლამენტო კომისიას!დაიმახსოვრეთ!ქართულმა გმირმა ჯარმა სააკაშვილის სარდლობით,2008 წელს, საქართველოს 20% კი არ დაკარგა, არამედ შემოსეული ვერაგი მტრისგან...

სოცმედია 30 მარტი 16:58

ნენსი რამიშვილი
„შალვა რამიშვილის სიდედრმა, ამწამს დამბლოკა... თქვენ მოსვენება არ გექნებათ ჩემგან, თქვე ბინძური გენით გაჩენილებო“ - ნენსი ვოლანდი

ნენსი ვოლანდი სოცქსელში წერს: შალვა რამიშვილის სიდედრმა, რომელმაც ცადა ჩემზე მისი ბინძური სიძის პროპაგანდა გაეგრძელებინა და ჩემი სახელი შეელახა, ამწამს დამბლოკა.იცით რატომ? იმიტომ რომ სახით ვათრიე.თქვ...

სოცმედია 30 მარტი 16:49

წულუკიანის კომისია
„წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს“

ჟურნალისტი რამაზ სამხარაძე სოცქსელში წერს:  წულუკიანის კომისია ისე მოქმედებს, რომ ზუსტად ეს ჯარი მოუღებს ბოლოს.ჟანრის ლოგიკა სხვა გზას არ გვიტოვებს — როცა სამართალს კლავენ, ამბოხი ლოგიკურია.თუ ეს გადა...

სოცმედია 30 მარტი 16:44