1743307989
"ჩვენს დაღვრილ სისხლს ჩირქს ცხებენ" - აგვისტოს ომის ვეტერანების პასუხი რეჟიმის ე.წ. საგამოძიებო კომისიას
საზოგადოება • 26 მარტი 8:02
რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ბაგებობების განახლებასაც მოიცავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მომავალი წლისთვის გადადების მიზეზებზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა, ერთ-ერთ მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტად რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გამოვყავით. მაშინაც გვქონდა იგივე დამოკიდებულება, რომ პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა დღეს ერთ-ერთი გამოწვევაა დედაქალაქისთვის, რადგან იგი ამორტიზებულია და მთელ რიგ ქუჩებსა და გამზირებზე პრობლემას წარმოადგენს. როდესაც რომელიმე ქუჩის რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. იგივე გვქონდა დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვაწარმოეთ მთელი რიგი კვლევები და გამოიკვეთა, რომ რუსთაველის გამზირზე არ არსებობს არც სანიაღვრე და არც წყალარინების სისტემა. არის ერთი კომუნისტების დროს აშენებული, ავარიული კოლექტორი, რომელიც ატარებს ყველაფერს. პირველი უნდა განხორციელდეს ამ კოლექტორის სადემონტაჟო სამუშაოები, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა ზემოთ აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადადწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ამასთან, პირველი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ოლიგარქის არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიას და 2008 წლის აგვისტოს ომის რევიზიას, ომის მონაწილე ვეტერანები "მთავარი არხის" ვებგვერდისთვის გამოგზავნილი შეტყობინებებით ეხმაურებია...
პოლიტიკა • 11 წუთის წინ
ზურა გირჩი ჯაფარიძე სოცქსელში წერს: რამდენი შემთხვევა იცით ადამიანი დაეკავებინოთ, ‘კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება’ ‘ეპოვნოთ’ და მეორე დღეს გამოეშვათ?თუ კიდევ ვერ ხვდებით სად ვცხოვრობთ, იდიოტები ხართთუ...
სოცმედია • 29 მარტი 18:18
ვინ აშენებს თბილისში საცხოვრებელ კომპლექსს და ვილების დასახლებას და აქვს თუ არა კავშირი სოზარ სუბარს მისი ფარმაცევტი ცოლის ძმის სახელზე რეგისტრირებულ ბიზნესთან? თემის მოკვლევას "შაბათის ეთერი" დიღომში...
პოლიტიკა • 29 მარტი 18:16
ნადიმ ხმალაძე სოცქსელში წერს: თქმა სირცხვილი არ არის ! მე არ ვიცოდი თუ ეს არაკანონიერი იყო. მეც გამაშიშვლეს როცა დამაკავეს მარტის აქციებზე!
სოცმედია • 29 მარტი 17:04
უფლებადამცველი ბაია პატარაია: ,,ტურტყლიან, ლოთ ქოცებს გადაეცით, რომ თავად არიან ბიძინას ძღნერის ჭამაზე შესმული ნეხვის ჭიები. ელენეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები დააქვს თან, რომლის დალევის ს...
სოცმედია • 29 მარტი 16:58
სინდისის პატიმრების მოსამართლის, ირაკლი შვანგირაძის სკანდალური წარსული - ინფორმირებული ადამიანი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდს 2019 წელს ვანში მომხდარი ფაქტის შესახებ აწვდის ინფორმაციას...
პოლიტიკა • 29 მარტი 16:55
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა