ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული სტარტაპი - Roamingo შემოვიდა

ახალი სტარტაპი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.

 

,,ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ჩვენს მგზავრებს სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივა შევთავაზოთ. ამავე დროს, საშუალებას ვაძლევთ ქართულ სტარტაპებს უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. Roamingo საშუალებას აძლევს ჩვენს მგზავრებს, უშუალოდ ტურისტებზე მორგებული და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტები შესთავაზოს. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული სტარტაპი ჩვენი აეროპორტის მგზავრებს ევროპაში გამგზავრებისას 10 დღიან აქციას სთავაზობს და ფასდაკლების ვაუჩერების, ასევე სხვადასხვა  ბონუსების გაცნობა მათ გაფრენის დარბაზში განთავსებულ კომპანიის სტენდთან შეეძლებათ.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

 

ამ ეტაპზე, Roamingo-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ჯეიმს მაკკლირი
"რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ბრიტანელი პარლამენტარი

"უზარმაზარი სკანდალი - ადამიანი, რომელიც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, დიდ ბრიტანეთში წლების განმავლობაში უკონტროლოდ მოქმედებდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წი...

პოლიტიკა 49 წუთის წინ

ბებერი ქათამი
თეთრი სახლის პრესმდივანმა ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ...

მსოფლიო 16:05

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლ...

სპორტი 15:59

ზელენსკია
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს“ - ზელენსკი

„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 15:37

ლელა ჯეჯელავა
„ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ადამიანები ტუალეტში მელოდებოდნენ, რომ სალამი ეთქვათ“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თუ ადამიანებს ჩვენც ავუკრძალეთ საკუთარი ნების გამოვლინება და სინდისის მიხედვით ცხოვრება, მაშინ რისთვის ვიბრძვით? მაგალითად, ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ად...

სოცმედია 15:32

გოცირიძე ტრაპაიძე
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს  

სოცმედია 15:29