„ვერ დადის, უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია, უჭირს საუბარი“ - ჩიკვაიძე ეკა ბესელიასთან ეტლით მიიყვანეს

პოლიტიკა 20 მარტი 11:55

გიორგი ჩიკვაიძე

 
შიმშილობის მეცხრე დღეს გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა კიდევ უფრო დამძიმებულია - ეს ინფორმაცია გლდანის საპყრობილიდან  ეკა ბესელიამ გამოიტანა.

ირკვევა, რომ უფლება დამცველამდე დაპატიმრებული ბიზნესმენი ეტლით მიიყვანეს, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, არის სუსტად და უჭირს საუბარიც.

ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა - ეტლით გადაადგილდება, მას არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა. ადამიანი ვერ დადის და აქვს უკიდურესად მძიმე სიტუაცია, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა.

ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს სადამდეც ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ, რატომ შეეცვალა მას აღკვეთი ღონისძიება ყველაზე მკაცრი პატიმრობით"- აცხადებს ეკა ბესელია. 
წესით, დღის ბოლომდე გიორგი ჩიკვაიძე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ეს პირობა ეკა ბესელიამ ციხის ხელმძღვანელისგან პირადად მიიღო:

 

დაწესებულების ხელმძღვანელი შემოვიდა და ესაუბრა მას, უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო, მეთვრამეტე დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი, რაც ვნახე ვიზუალურად, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული"- დასძინა უფლებადამცველმა. ბესელია ციხის ადმინისტრაციისგან გარკვეული პირობების დაცვის გარანტიებს ითხოვს - მისი თქმით,  გიორგი ჩიკვაიძესთან კომუნიკაცია არ უნდა შეიზღუდოს და  საშუალება უნდა ჰქონდეს, განახორციელოს თუნდაც ერთი ზარი დღეში. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოკმელაშვილი
გიორგი ოკმელაშვილის საქმე "გამოძიებულია სამ დღეში"; ჯერ მიიღეს მისი დაკავების გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება - TI

საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში რეჟიმი...

პოლიტიკა 12:26

ნია გუგავა
მსახიობი ნია გუგავა მეორედ დააჯარიმეს

ნია გუგავა მეორედ დააჯარიმეს - ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს:   დამირეკა გამომძიებელმა,დამაჯარიმეს მეორედ…"- წერს გუგავა.მსახიობს რეჟიმი ისევ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

პოლიტიკა 12:23

ფსბ
"საქართველოში რუსეთის სადაზვერვო ქსელია გაშლილი" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

რის გამო დაიწყეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციების გავრცელება? - უკრაინაში მებძოლ ჯარისკაცებს აქვთ ეჭვი, რომ უკანონო ქმედების უკან გაშიფრული სქემაა.   კავკასიური დაზვე...

პოლიტიკა 12:20

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხ...

პოლიტიკა 12:03

ნანუკა ჟორჟოლიანი
„პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ... ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რის...

პოლიტიკა 11:02

ტუსკი
"უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი" - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:36