თეთრი სახლის პრესმდივანმა ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა

მსოფლიო 20 მარტი 16:05

ბებერი ქათამი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის წინ დახოცა თითქმის 8 მილიონი ქათამი, რამაც გამოიწვია დეფიციტი და ფასების ზრდა. კვერცხის კრიზისი ბაიდენის კრიზისია, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი და სოფლის მეურნეობის მდივანი ბრუკ როლინსი პრობლემას გადაწყვეტენ." - წერს ლევიტი.2025 წლის დასაწყისიდან აშშ განიცდის "კვერცხის კრიზისს", რომელიც გამოწვეულია ფრინველის გრიპის გავრცელებით, რამაც გამოიწვია კვერცხმდებელი ქათმების მასობრივი განადგურება და შედეგად, კვერცხის დეფიციტი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 10 ცალი კვერცხის ფასი აშშ-ში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 3.42 დოლარიდან  8.03 დოლარამდე გაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოკმელაშვილი
გიორგი ოკმელაშვილის საქმე "გამოძიებულია სამ დღეში"; ჯერ მიიღეს მისი დაკავების გადაწყვეტილება და შემდეგ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება - TI

საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში რეჟიმი...

პოლიტიკა 12:26

ნია გუგავა
მსახიობი ნია გუგავა მეორედ დააჯარიმეს

ნია გუგავა მეორედ დააჯარიმეს - ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს:   დამირეკა გამომძიებელმა,დამაჯარიმეს მეორედ…"- წერს გუგავა.მსახიობს რეჟიმი ისევ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

პოლიტიკა 12:23

ფსბ
"საქართველოში რუსეთის სადაზვერვო ქსელია გაშლილი" - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

რის გამო დაიწყეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციების გავრცელება? - უკრაინაში მებძოლ ჯარისკაცებს აქვთ ეჭვი, რომ უკანონო ქმედების უკან გაშიფრული სქემაა.   კავკასიური დაზვე...

პოლიტიკა 12:20

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხ...

პოლიტიკა 12:03

ნანუკა ჟორჟოლიანი
„პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან, ბრალი წამიყენონ... ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რის...

პოლიტიკა 11:02

ტუსკი
"უკრაინამ ფასდაუდებელი დრო მოიპოვა პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის, მან აიღო აგრესორთან პირდაპირი დაპირისპირების ტვირთი" - პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:36