1742484586
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე
რუსეთ-უკრაინის ომი • 20 მარტი 15:37
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხი თუ სხვა ენერგო ინფრასტრუქტურისაც.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში არსებული ატომური ელექტროსადგურები არის სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი მხოლოდ ზაპოროჟიეს შეეხო — რომელიც ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, თუმცა უკრაინელები ამუშავებენ.
„არ ვიცი, რუსებთან თუ განიხილეს ეს საკითხი. პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა, რას ვფიქრობ სადგურზე და ვუთხარი, რომ თუ უკრაინელების არ იქნება, ვერავისთვის იმუშავებს. ეს არალეგალურია. თუ ამერიკელები ფიქრობენ გამოსავალზე და უნდათ სადგურის წამოღება რუსებისგან, უნდათ იქ ინვესტირება და მისი მოდერნიზება, ეს სულ სხვა საკითხია. ჩვენ ღია ვართ ამის განსახილველად, მაგრამ საკუთრების საკითხზე ნამდვილად არ გვიმსჯელია პრეზიდენტ ტრამპთან“, — განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში პრეზიდენტმა ტრამპმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგებისა და ატომური ელექტროსადგურების საკითხები. მისი თქმით, შეერთებული შტატები შეიძლება, ძალიან დაეხმაროს ამ ქარხნების მართვაში თავისი ელექტროენერგიითა და პრაქტიკული გამოცდილებით.
„ამ სადგურების ამერიკული მფლობელობა იქნება საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო ორგანოებმა ჯერ მიიღეს გიორგი ოკმელაშვილის დაკავების გადაწყვეტილება და შემდგომ დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება მის წინააღმდეგ - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში რეჟიმი...
პოლიტიკა • 12:26
ნია გუგავა მეორედ დააჯარიმეს - ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს: დამირეკა გამომძიებელმა,დამაჯარიმეს მეორედ…"- წერს გუგავა.მსახიობს რეჟიმი ისევ გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
პოლიტიკა • 12:23
რის გამო დაიწყეს რუსულმა სპეცსამსახურებმა ქართველი მებრძოლების პირადი ინფორმაციების გავრცელება? - უკრაინაში მებძოლ ჯარისკაცებს აქვთ ეჭვი, რომ უკანონო ქმედების უკან გაშიფრული სქემაა. კავკასიური დაზვე...
პოლიტიკა • 12:20
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, ჩიკვაიძე „გვჭირდება ცოცხ...
პოლიტიკა • 12:03
პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რის...
პოლიტიკა • 11:02
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, რუსული საფრთხის ფონზე, უკრაინამ პოლონეთისთვის და მთელი ევროპისთვის ფასდაუდებელი დრო მოიპოვა. პოლონური მაუწყებელი RMF24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან...
რუსეთ-უკრაინის ომი • 10:36
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 19:58
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 13:00
რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლოებში ფოტოების გადაღება
ეს საინტერესოა • 16 თებერვალი 3:30
ახალი კვლევა — დილის ყავა გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა