საქართველოს ბანკი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს

ვებინარი საქბანკი


საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, საზაფხულო ვორკშოპების სერიის მორიგ შეხვედრას გამართავს და ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის დახმარებით ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიას გააცნობს.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმაა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. მისი საშუალებით ბიზნესს შეუძლია ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებების შექმნა და წარდგენა საქართველოს ბანკის იმ არხებში, რომლებსაც 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია საქართველოს ბანკის მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

 

აღნიშნული შეხვედრა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და მას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება.

 

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი და უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და წარვუდგინოთ ის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების გაზრდაში, და ზოგადად, ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. Ads მენეჯერი გამორჩეული პლატფორმაა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, რადგან იგი ბიზნესს მიზანზე ორიენტირებული კამპანიების გაშვებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, სწორ აუდიტორიას წარუდგინოს საკუთარი წინადადება. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი უკვე ერთი წელია, რაც გაეშვა და იგი მუდმივ რეჟიმში ვითარდება. ამ დროის განმავლობაში მიღებული შეფასებები კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ პლატფორმის შესაძლებლობები“, - აცხადებს თორნიკე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. რეგისტრაციის შემდეგ, დასწრების მსურველები შეხვედის ბმულს მითითებული ელ-ფოსტაზე მიიღებენ.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შსს ფლანგვა
შსს კვების მომსახურებას კორუფციის რისკის შემცველი გზით ყიდულობს -"ფლანგვის დეტექტორი"

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წლებია, კვების მომსახურებას გამარტივებული შესყიდვების გზით ყიდულობს, ამის მიზეზად კი შსს-ს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდ...

პოლიტიკა 39 წუთის წინ

სანქცია
EU-ს ელჩები, უნგრეთთან შეთანხმების შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წ...

რუსეთ-უკრაინის ომი 56 წუთის წინ

პესკოვი
„პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლში მიიღო“ - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი  - აცხადებს პუტინის პრესსპიკერი პესკოვი. მისი ცნობით, შეხვედრა კრემლში ხუთშაბათს, გვიან საღამოს გაი...

რუსეთ-უკრაინის ომი 57 წუთის წინ

მარკო მიხელსონი
„მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“ - მიხელსონი

მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიული დამარცხება პოტენციურად გადაგვარჩენს „მესამე მსოფლიო ომისგან“- ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ...

რუსეთ-უკრაინის ომი 10:07

რუსული დაჯგუფების მეთაურ
რუსული დაჯგუფების მეთაურს, 2014 წელს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის, ფინეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ფინეთის სასამართლომ რუს ვოისლავ ტორდენს (იან პეტროვსკი), 2014 წელს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატის, ნატალია მალგინას მტკიცებით, "განაჩენი პოლიტი...

რუსეთ-უკრაინის ომი 9:54

სალომე ზურაბიშვილი2
“გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ“- პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას მიესალმება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულ...

პოლიტიკა 9:46