საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

ბოგ

საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბანკის  დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო.

ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, პანელზე ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის იმ ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობაა. პანელზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა საფინანსო სექტორში და მის გარეთ; გამოწვევები რაც აფერხებს ქალთა მიერ დაფუძნებულ ბიზნესებში ინვესტიციების ზრდას და ა.შ.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ გვეხმარება გენდერული ანალიზი წარმატებულ ინვესტირებაში, მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის - როგორც ბიზნეს სტრატეგია, რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერების პროექტები და მათი  მიმდინარეობა. საქართველოს ბანკში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მაგალითად "მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა", რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით სწორედ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მეშვიდე ნაკადის გადამზადება. ასევე, ბანკში დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერული ბალანსის დაცვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გამომსვლელთა შორის იყვნენ:  ბერგლიოტ ჰოვლანდი ნორვეგიის ელჩი საქართველოში; კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში; ივანა ფერნანდეს დუარტე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალური მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში; თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში; ჩან სუტკენი, ინვესტირების უფროსი სპეციალისტი, აზიის განვითარების ბანკი; მარიამ ქობალია, გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის ხელმძღვანელი რეგიონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ჯეიმს მაკკლირი
"რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ბრიტანელი პარლამენტარი

"უზარმაზარი სკანდალი - ადამიანი, რომელიც საქართველოში პრორუსულ პროპაგანდას აწარმოებდა, დიდ ბრიტანეთში წლების განმავლობაში უკონტროლოდ მოქმედებდა. ახლა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წი...

პოლიტიკა 20 მარტი 16:54

ბებერი ქათამი
თეთრი სახლის პრესმდივანმა ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი რაოდენობით ქათმების დახოცვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ლევიტმა X-ზე დაწერა. "ბაიდენის ადმინისტრაციამ...

მსოფლიო 20 მარტი 16:05

საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სომხეთთან მატჩისთვის ცნობილია- ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლ...

სპორტი 20 მარტი 15:59

ზელენსკია
„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინელ ხალხს“ - ზელენსკი

„ყველა ატომური ელექტროსადგური ეკუთვნის უკრაინის ხალხს“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მას ჰკითხეს, განიხილება მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აშშ-ის მფლობელობის საკითხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 20 მარტი 15:37

ლელა ჯეჯელავა
„ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ადამიანები ტუალეტში მელოდებოდნენ, რომ სალამი ეთქვათ“ - ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: თუ ადამიანებს ჩვენც ავუკრძალეთ საკუთარი ნების გამოვლინება და სინდისის მიხედვით ცხოვრება, მაშინ რისთვის ვიბრძვით? მაგალითად, ჩემთვის საჯაროდ მოსალმება ჰქონდათ აკრძალული და ად...

სოცმედია 20 მარტი 15:32

გოცირიძე ტრაპაიძე
„დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს“ - მეგი გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: დიანა ტრაპაიძეს ვულოცავ რუსი პროპაგანდონშა მაგდა სიმონიანის დაბადების დღეს  

სოცმედია 20 მარტი 15:29